workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ ვუყუროთ ბარსელონას თამაშებს ტელევიზორში, კომპიუტერსა და სმარტფონში

როგორ ვუყუროთ ბარსელონას თამაშებს ტელევიზორში, კომპიუტერსა და სმარტფონში

მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” თამაშები სილქ უნივერსალზე აღარ გავა, იშვიათი გამონაკლისების გარდა. “ბლაუგრანას” თამაშები გავა Silk Sport-ის ფასიან არხებზე.

ამ ამბის ერთადერთი დადებითი მხარე ისაა, რომ სილქ უნივერსალისგან განსხვავებით Silk Sport-ის არხები HD ხარისხშია და “ბარსელონას” თამაშებსაც უკეთეს ხარისხში ვუყურებთ.

მოცემულ რეალობაში როგორ ვუყუროთ “ბარსელონას” თამაშებს? ამის რამდენიმე გზა არსებობს.

ტელევიზორში

თუ გაქვთ სილქნეტის ტელევიზია, ყველაფერი მარტივია. შეგიძლიათ, დაიმატოთ თემატური პაკეტი “სპორტი ექსკლუზივი”, რომლის თვიური ღირებულებაც 5 ლარია. ამ პაკეტში შედის სილქ სპორტის სამივე ფასიანი არხი, ასევე სეტანტა სპორტის ორივე ფასიანი არხი.

თუ არ გაქვთ სილქნეტის ტელევიზია და ვერ ახერხებთ მის დაყენებას, მაშინ დაგჭირდებათ Smart TV, რომელშიც დააყენებთ აპლიკაციას Silk Go. აპლიკაციის თვიური ღირებულება არის 3 ლარი და მასში სხვა ქართულ არხებთან ერთად შედის სილქ სპორტის სამივე ფასიანი არხი. 31 მარტამდე აპლიკაციით სარგებლობა უფასოა და მსგავსი აქციები პერიოდულად არის ხოლმე.

კომპიუტერში

“ბარსელონას” თამაშების კომპიუტერში კომფორტულად საყურებლად საჭიროა, დარეგისტრირდეთ საიტზე Silktv.ge. რეგისტრაციის თვიური ღირებულება არის 3 ლარი და მასში სხვა ქართულ არხებთან ერთად შედის სილქ სპორტის სამივე ფასიანი არხი. 31 მარტამდე საიტით სარგებლობა უფასოა და მსგავსი აქციები პერიოდულად არის ხოლმე.

სილქის სპორტული არხების უფასოდ ყურება ასევე  შეგიძლიათ საიტებზე Silksport.ge და Geomovie.ge, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ორივე საიტს პერიოდულად აქვს ტექნიკური პრობლემები და შესაძლოა, წვალება მოგიხდეთ. 

კონკრეტული თამაშების საყურებელი ლინკები ასევე შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე საიტზე Livetv.ge.

სმარტფონში

“ბარსელონას” თამაშების სმარტფონში საყურებლად საჭიროა, დააყენოთ აპლიკაცია Silk Go (Android ვერსიის გადმოწერა, iOS ვერსიის გადმოწერა). აპლიკაციის თვიური ღირებულება არის 3 ლარი და მასში სხვა ქართულ არხებთან ერთად შედის სილქ სპორტის სამივე ფასიანი არხი. 31 მარტამდე აპლიკაციით სარგებლობა უფასოა და მსგავსი აქციები პერიოდულად არის ხოლმე.

სილქის სპორტული არხების უფასოდ ყურება ასევე შეგიძლიათ საიტებზე Silksport.ge და Geomovie.ge, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ორივე საიტს პერიოდულად აქვს ტექნიკური პრობლემები და შესაძლოა, წვალება მოგიხდეთ.

კონკრეტული თამაშების საყურებელი ლინკები ასევე შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე საიტზე Livetv.ge.

კიდევ არსებობს ბევრი აპლიკაცია თუ საიტი, რომლებიც ესპანეთის ჩემპიონატის თამაშების სთრიმს, ან საყურებელ ლინკებს გვთავაზობს, მაგრამ მათზე რეკომენდაციას ვერ გავცემთ, რადგან მათი ნაწილი ვირუსებს შეიცავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • kobirati
    schedule 13 მარ 2022, 16:42

    ggiiorgi,
    ანდროიდ ბოქსზე ჩვეულებრივად შეგიძლია ეპსტორიდან გადმოწერო სილკგოუ აპლიკაცია, ისევე როგორც ტელეფონში.

  • nika 54
    schedule 13 მარ 2022, 15:24

    ციტატა: Don_Andresito
    სმარტ ტვ მაქვს, გადმოწერილი მაქვს მაივიდეოს აპლიკაცია, სადაც ფასიან არხებში არის სილქის არხებიც და სეტანტას არხებიც. ვინმემ ხო არ იცის რამდენი უნდა გადავიხადო რო ბლოკი მოეხსნას ამ არხებს? რა ღირს პაკეტი სადაც სილქის ფასიანი არხებიც მექნება და სეტანტაც?


    მაივიდეოს ქართულები 3 ლარი ღირს, და ფასიანები რო გაგიხსნას 15 ლარი.

  • Joakim Brodén
    schedule 13 მარ 2022, 04:04

    ციტატა: me da barca
    სილკნეტის ყველა არხი მაქვს, სეტანტაც და აჭარა სპორტიც.


    შაქარი?

  • Don_Andresito
    schedule 13 მარ 2022, 04:04

    ციტატა: me da barca
    სილკნეტის ყველა არხი მაქვს, სეტანტაც და აჭარა სპორტიც.


    ტელევიზიაში მეც მქონდა როცა სილქი მქონდა მარა ახლა თბილისში არ ვარ და მაგიტო ვჩალიჩობ იქნებ მოვაგვარო რამე

  • me da barca
    schedule 13 მარ 2022, 03:19

    სილკნეტის ყველა არხი მაქვს, სეტანტაც და აჭარა სპორტიც.

  • ggiiorgi
    schedule 12 მარ 2022, 23:43

    ანდროიდ ტვ ბოქსზე არაა სილკის აპლიკაცია როგორც მაივიდეო აქვს ტვ ბოქსების თვის?

  • JABSONA1710
    schedule 12 მარ 2022, 23:36

    Shavshika,
    მადლობა

  • Shavshika
    schedule 12 მარ 2022, 22:55

    Don_Andresito,
    Mart,tv aseti programaa da iq setantacaa da universalic da saertodac ar chedavs naxe gagiswordeba playmarketidan gadmoiwer pirdapir.

  • JABSONA1710
    schedule 12 მარ 2022, 22:39

    ვინმემ თუ იცით საფრანგეთში როგორ ვიყიდო ან გამოვიწერო სილკ ტვ_ს მოწყობილობა?

  • sophie-gaucho
    schedule 12 მარ 2022, 20:45

    ცუდია ძალიან უნივერსალზე რო აღარ გავა :/ მაგრამ livetv.ge – ს საშუალებითაც მშვენივრად ვუყურებ ხოლმე უფასოდ

  • Barca…
    schedule 12 მარ 2022, 19:54

    მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" თამაშები სილქ უნივერსალზე აღარ გავა…. magari gadawyvetilebaa )

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 12 მარ 2022, 18:57

    ვინმემ იცით, GeoMovie უფრო ჭედავს თუ Silk sport.ge?

  • Don_Andresito
    schedule 12 მარ 2022, 18:21

    ციტატა: ANRIBARCA

    ციტატა: Don_Andresito
    სმარტ ტვ მაქვს, გადმოწერილი მაქვს მაივიდეოს აპლიკაცია, სადაც ფასიან არხებში არის სილქის არხებიც და სეტანტას არხებიც. ვინმემ ხო არ იცის რამდენი უნდა გადავიხადო რო ბლოკი მოეხსნას ამ არხებს? რა ღირს პაკეტი სადაც სილქის ფასიანი არხებიც მექნება და სეტანტაც?


    სილკ გო-ს აპლიკაცია ჯობია, მაივიდეო ძაან ჭედავს, პლის 31 მარტამდე შეგიძლია სილკის არხებს უფასოდ უყურო და შემდეგ 3 ლარი იქნება თვეში.


    samsungia da ra aplikaciebic aqvs tavis velshi marto imat ainatalirebs. setantas aplikacia ver chavwere televizorshi. arc silk go ar aqvs.

  • ANRIBARCA
    schedule 12 მარ 2022, 18:07

    ციტატა: Don_Andresito
    სმარტ ტვ მაქვს, გადმოწერილი მაქვს მაივიდეოს აპლიკაცია, სადაც ფასიან არხებში არის სილქის არხებიც და სეტანტას არხებიც. ვინმემ ხო არ იცის რამდენი უნდა გადავიხადო რო ბლოკი მოეხსნას ამ არხებს? რა ღირს პაკეტი სადაც სილქის ფასიანი არხებიც მექნება და სეტანტაც?


    სილკ გო-ს აპლიკაცია ჯობია, მაივიდეო ძაან ჭედავს, პლის 31 მარტამდე შეგიძლია სილკის არხებს უფასოდ უყურო და შემდეგ 3 ლარი იქნება თვეში.

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 12 მარ 2022, 17:57

    Mess cue un club1889,
    მაგაში სეტანტას არხებიც შედის?

  • Don_Andresito
    schedule 12 მარ 2022, 17:38

    სმარტ ტვ მაქვს, გადმოწერილი მაქვს მაივიდეოს აპლიკაცია, სადაც ფასიან არხებში არის სილქის არხებიც და სეტანტას არხებიც. ვინმემ ხო არ იცის რამდენი უნდა გადავიხადო რო ბლოკი მოეხსნას ამ არხებს? რა ღირს პაკეტი სადაც სილქის ფასიანი არხებიც მექნება და სეტანტაც?

  • Mess cue un club1889
    schedule 12 მარ 2022, 17:24

    თვეში სამი ლარის გადახდა არუნდა დაგენანოს თუ ფეხბურთის ყურება გინდა