workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა დემბელესთვის ახალი პირობების შეთავაზებას არ აპირებს

ბარსელონა დემბელესთვის ახალი პირობების შეთავაზებას არ აპირებს

პრეზიდენტი ლაპორტას მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად “ბარსელონა” არ აპირებს, უსმან დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზებით მიმართოს.

ფრანგი შემტევის ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და აქამდე გადაწყვეტილი იყო, რომ ის გუნდს უფასოდ დატოვებდა. ბოლო დროს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ უსმანმა, შესაძლოა, ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

Mundo Deportivo-ს ცნობით “ბარსელონა” სეზონის ბოლომდე დემბელეს აგენტებთან შეხვედრას არ გეგმავს, არ იგეგმება მისთვის ახალი პირობების შეთავაზება. კლუბმა ფეხბურთელს პირობები დეკემბერში შესთავაზა და ეს მაქსიმუმია, თუმცა შეთავაზება ისევ ძალაშია.

“ბარსელონაში” ფიქრობენ, რომ ახლა საჭიროა, დემბელე სრულად მოედანზე კონცენტრირდეს. გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ სეზონის ბოლომდე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • vitorborbafereira
    schedule 02 მარ 2022, 21:39

    გაუშვან თარსია ამის მოსვლის მერე ვერ ამოვისუნთქეთ

    ეხლა როცა მიდის და მგონი გვეშველა, ამის ახლანდელი კარგი თამაში ფსიქოლოგიური თემაა როცა არაფერი აქვს დასაკარგი

    კიდე თუ დატოვებენ ისევ ძველი სლემბელე გახდება

  • M10 S9 D11
    schedule 02 მარ 2022, 21:06

    მოკლედ ზაფხულამდე მაქსიმალურად უნდა გამოვწუროთ ეს და ზაფხულში ეს თუ წავა ენტონი უნდა მოვიყვანოთ

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 02 მარ 2022, 15:11

    ზაფხულამდე ყველანაირად გამოვიყენოთ და მერე პკკ

  • EL MAESTRO 6
    schedule 02 მარ 2022, 13:36

    მემგონი წასა ეს და ამიტომაც ბოლომდე გამოვწუროთ სანამ აქაა, აშკარაა რომ მოედანზე სარგებლის მოტანა შეუძლია

  • nika 54
    schedule 02 მარ 2022, 12:35

    გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ სეზონის ბოლომდე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღოს.
    აი მთავარი თემა, ათამაშონ და თუ კარგად წაუვიდა საქმე მაშინ გაუხანგრძლივონ. თუ არ გაახანგრძლივებს 29 ივნისს მოტეხონ ფეხი. როგორც მახსოვს კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება.

  • Barca for life
    schedule 02 მარ 2022, 12:33

    ამდენი თამაშიდან ერთადერთი ჩაატარა იდეალურად და ხელახლა დაიწყეს ძლივს ჩამთავრებული ამისი დამპალი საგა, მარა ამჯერად მგონია მალე დასრულდება, ეგრე თუ არ მოხდა კიდე ჩვენთვის უკეთესი, მარა ახლა ნამდვილად ნაადრევია ამის კარგ ფეხბურთელობაზე და კონტრაქტებზე საუბარი.
    ვფიქრობ ამდენი შემტევის გამოჩენის მერე, როცა იგრძნო რომ იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის როგორც თავისდროზე მიგვაჩნდა, მაგრად აეწვა, მითუმეტეს იმის მერე რაც სკამზე მოსვეს, თან არამარტო იმის გამო რომ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, არამედ იმიტომ რომ ნამდვილად არ თამაშობდა ისე როგორც საჭირო იყოს, თან ტრაორემაც დაიხია, ტორესმა ისე დაიწყო მაგანაც კი დაიხია და ერთადერთი მიზეზი რის გამოც ახლა სათამაშო დრო აქვს ტორესის უსახური თამაშია, თუმცა კარგი ბიჭია ტორესი მიუხედავად გაცუდებული შანსებისა, უბრალოდ გარემარბი აშკარად ვერაა და დემბელემ თუ განაგრძო ასე თამაში მერე კონტრაქტზე საუბარიც მოსულა და ძირითადზეც.
    პროსტა რა დონეზე ქრინჯიც არ უნდა იყოს, პოტენციალი აშკარად აქვს, დაღვინების ასაკშიცაა და ეტყობა ჩავი როგორც აამუშავებს და იმედი მაქ ასე გააგრძელებს რომ მართლა დაიმსახუროს ბოლოს ახალი კონტრაქტი.