უკრანაში მიმდინარე დაძაბული ვითარების ფონზე, კლუბის ადგილობრივი გულშემატკივარი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:
“დღეს ბარსელონაში უნდა გავფრენილიყავი, მაგრამ ომისა და აეროპორტის დაბომბვის გამო ფრენა გაუქმდა. კამპ ნოუს მონახულება ვერ მოვასწარი. უბრალოდ მინდოდა, რომ ეს მომესწრო და კარგი მოგზაურობა გამოსულიყო.
ახლა არ ვარ დარწმუნებული, რომ მომდევნო თამაშის დროს ცოცხალი ვიქნები. 11 შესანიშნავი წელი, რომლის დროსაც “ბარსას” გულით ვატარებ. დარწმუნებული ვარ, ყველა დროის საუკეთესო გუნდის წოდებას დავიბრუნებთ. და იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანი უსაფრთხოდ და ბედნიერი იქნება.
ასევე იმედი მაქვს, რომ მექნება შანსი, გითხრათ, რომ კარგად ვარ და მომდევნო ჯერზე ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ.
ვისკა ბარსა, კატალონია და უკრაინა!”
“ბარსელონას” თბილისის ოფიციალური ფანკლუბის სახელით გვსურს, კიევის ოფიციალურ ფანკლუბს ჩვენი თანადგომა გამოვუცხადოთ სამხედრო აგრესიისგან თავდაცვის დროს. აგრესიისგან, რომელსაც, სამწუხაროდ, უპრეცედენტოს ვერ ვუწოდებთ. უახლესი ისტორიისთვის თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნის ძალით დაპყრობის მცდელობა სულაც არაა უპრეცედენტო. ახლო წარსულში, 2008 წელს, სხვა ქართველებთან ერთად ჩვენი ფანკლუბის არაერთი წევრი იბრძოდა იარაღით ხელში აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს, როდესაც რუსეთი შენ ქვეყანაში იჭრება.
ჩვენ ერთმანეთთან 3 რამ გვაკავშირებს: მეგობრობა, “ბარსელონას” გულშემატკივრობა და ოკუპანტი მეზობელი. მეგობრობასა და გულშემატკივრობას არაფერი ემუქრება და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში აგრესორის წინააღმდეგ საერთო გამარჯვებებიც გაგვაერთიანებს.
დიდება უკრაინას.
დიდება უკრაინას
რუსი ხუთი თითივით ვიცი, ვიცნობ ამათ ღორ ჯიშს. ლენინგრადში ვსწალობდი 4 წელი და 9 აპრილის მერე საბუთები თბილისში გადმოვიტანე. მე ასე ვიტყვი, ვისაც არ მოეწონება შეუძლია გაატაროს, მაგრამ აქ არ გამომიხტეს. ყველაზე უკეთესი რუსის დედის გლანდები მო… იმიტომ, რომ კარგი რუსი არ არსებობს, კარგი რუსი ან მოჩვენებითია ან დროებითი.
В грабу я их выдел всех, белых тапочках! 🇬🇪🇺🇦
იმედია ბოლო გაფართხალება იქნება მაგ ღორების
გაუმარჯოს უკრაინას!
ამინ!!!!
უბრალოდ ტაში
სლავა უკრაინა
ბოროტების იმპერია ვერ ძღება სისხლით…
ცრემლები მომადგა თვალებში ღმერთმა დაიფაროს უკრაინა #СлаваУкраїні 💙💛✊
ვახ ბიჭო
🇺🇦🇺🇦🇺🇦 ცოცხალი იქნები,თან ბარსას ჩემპიონთა ლიგასაც მოესწრები❤️❤️