დღეს, საღამოს, “სიუტატ ესპორტივაზე” სავარჯიშო სესია გაიმართა.
საშობაო არდადეგების შემდეგ, ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ, თუმცა არა სრული შემადგენლობით.
ვარჯიში იუსუფ დემირმა და უსმან დემბელემ გამოტოვეს. ამ უკანასკნელმა კლუბს აცნობა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და PCR ტესტის პასუხს ელოდება. ავსტრიელი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, “ბარსელონას” ტოვებს. კლუბი მისი იჯარის შეწყვეტას აპირებს. დემირმა კარიერა შესაძლოა გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელოს.
კარგი ამბავია პედრის დაბრუნება. მან ვარჯიში სრულად ჩაატარა და “მალიორკასთან” თამაშის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის. ასევე, სესიაში მონაწილეობა მიიღო ახალწვეულმა ფერან ტორესმა. ანსუ ფატიმ და მემფის დეპაიმ გუნდურად ივარჯიშეს, თუმცა არა სრული დატვირთვით.
La il·lusió del primer entrenament pic.twitter.com/aJrBlpPB5Z
— FC Barcelona (@FCBarcelona_cat) December 28, 2021
Boom, there you have it@FerranTorres20's first Barça workout pic.twitter.com/49Ej4PDb0q
— FC Barcelona (@FCBarcelona) December 28, 2021
სერჟინიო დესტმა, ჟერარ პიკემ, რონალდ არაუხომ, ფილიპე კოუტინიომ და ნეტუმ სესია კლუბის ნებართვით გამოტოვეს. მათ გარდა, ვერ ივარჯიშეს კოვიდინფიცირებულებმა და ტრავმირებულებმა: მარტინ ბრეითუეიტი, სერჟი რობერტო, ჟორდი ალბა, ალეხანდრო ბალდე, კლემან ლანგლე და დანი ალვესი.




რო ვიტყვით გვეშველა, ბრუნდებიან ბიჭები ლაზარეთიდან, მაშინვე ზამენა შედის მათ ადგილზე. მოკლედ კლიენტები არ აკლია ბარსას ჰოსპიტალს.
ამ დემბელემ რ გაახურა
თავს შეუძლოდ ვგრძნობ და ტესტის პასუხს ველოდებიო. შეუძლოთ კი არა გადაღლილი ხარ გაიწყვიტა ქანცი ჟიმაობით და დააბრალა კოვიდს კიდე კაი ვიღაცრებს დაუდგინდათ თორე რას მოიგონებდი ნეტა
დემბელესაც კოვიდი აქვს ალბათ. თამაში უნდა გადაიდოს!!
ეუ ამ დემბელესაც თუ კოვიდი დაემართა მერე ვართ ცოდო
ამ ტრამვებს ეს კოვიდიც ემატება და უკვე ზედმეტია, ასე აღარ შეიძლება, უნდა მიმართონ ფედედაციას მოთხოვნით რომ ეგ თამაში გადაიდოს თორემ შეუძლებელია ეგრე თამაში, ასე თუ გაგრძელდა 11 ფეხბურთელი ვერ შეიკრიბება , ძაან ცუდი სიტუაციაა მთელ მსოფლიოში, რა ჯანდაბაა მაინც ეს კოვიდი რა
ამ კიბორგმა დემბელემ ოღონდ არ ივარჯიშოს და ყველა მიზეზზე თამხმააა …
გადასატანია მალიორკასთან თამაში.ნახევარი გუნდი არ გვყავს.