workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა იმედოვნებს, რომ ჩავი დემბელეს გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს

ბარსა იმედოვნებს, რომ ჩავი დემბელეს გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს

“ბარსელონას” თავდამსხმელს უსმან დემბელეს მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. ფრანგ შემტევს ახალი ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ გაუფორმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის მას 1-ლი იანვრიდან, 50 დღეში, ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების გამართვის უფლება აქვს.

სიახლე არაა, რომ “ბარსას” კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, მაგრამ შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერდება. გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა რამდენიმე დღის წინ გამართულ მის პირველ პრესკონფერენციაზე დემბელე შეაქო. 41 წლის პსეციალისტის თქმით, უსმანს შეუძლია, მსოფლიო ვარსკვლავი გახდეს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანა” იმედოვნებს, რომ ჩავის სიტყვები დემბელე გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს და 24 წლის ფეხბურთელი დარჩება.

წყაროს ცნობით, დემბელეს დარჩენის სურვილი აქვს, მაგრამ ყველაფერს მისი აგენტი აყოვნებს. კატალონიელები ცდილობენ, ფრანგი დაარწმუნონ, რომ ის გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

ბოლო ინფორმაციით, “ბარსელონა” დემბელეს განსაკუთრებულ კონტრაქტს სთავაზობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 11 ნოე 2021, 18:56

    ციტატა: GiorgiM86
    დემბელეს გაუხანგრძლივონ და მერე გაყიდოს კარგ ფასად 🙂 აბა ამისგან ტოპ იგროკი ვერ დადგება. ნიჭიერი ქინქლაძეც იყო, მაგრამ რაც დადგა კი ვნახეთ 🙁


    მეც ეგრე მგონია, ალბათ ლაპორტამ უთხრა ჩავის შეაქე ერთი კონტრაქტი გავუგრძელო და მერე ვიცი სადაც ითამაშებსო.

  • Davita
    schedule 11 ნოე 2021, 14:54

    გუნდის არა უფრო ლაზარეთის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია

  • ROUCH
    schedule 11 ნოე 2021, 13:39

    აგენტს რო გააჯმეინოს არ უნდა? აგენტის გარეშე უნდა დაებაზროს ხავი მჭრდები დარჩიო და ურჩიოს თუ ძაან გაატრაკებს ის აგენტი გააგდოს. ამ უფულობის ჟამს ამაზე კაის ვერ იყიდიან და აგერ ხავიმ კი გაყარა მედ პერსონალი და იქნება ეშველოს ამასაც. შეილება უპასუხისმგებლოა მაგრამ ტრამვების მიღება მისი ბრალო ნაღდად არაა. მასე პედრი ვეღარ გამოსულა სავადმყოგოდან და არაუხო მატჩ გამოშვებით იმტვრევა და ეგენიც უტვინოები არიან მაგ ლოგიკით

  • GiorgiM86
    schedule 11 ნოე 2021, 13:34

    დემბელეს გაუხანგრძლივონ და მერე გაყიდოს კარგ ფასად 🙂 აბა ამისგან ტოპ იგროკი ვერ დადგება. ნიჭიერი ქინქლაძეც იყო, მაგრამ რაც დადგა კი ვნახეთ 🙁

  • Pirat❤️💙
    schedule 11 ნოე 2021, 13:30

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    wink ბოლო ინფორმაციით, "ბარსელონა" დემბელეს განსაკუთრებულ კონტრაქტს სთავაზობს.
    =================
    ..დაიწყო ისევ "განსაკუთრებული კონტრაქტები"!!! სავარაუდოდ "განსაკუთრებული ხელფასით"!!!
    === angry "ბართო 2" ???


    წაიკითხე რას ნიშნავს ეგ განსაკუთრებული კონტრაქტი და მიხვდები რაშიცაა საქმე

  • MARI=BARCA-fan
    schedule 11 ნოე 2021, 13:17

    wink ბოლო ინფორმაციით, "ბარსელონა" დემბელეს განსაკუთრებულ კონტრაქტს სთავაზობს.
    =================
    ..დაიწყო ისევ "განსაკუთრებული კონტრაქტები"!!! სავარაუდოდ "განსაკუთრებული ხელფასით"!!!
    === angry "ბართო 2" ???