პორტუგალიელი გარემარბი, ფრანსიშუ ტრინკაუ იანვარში, შესაძლოა, “ბარსელონაში” დაბრუნდეს.
Mundo Deportivo, Record-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ 21 წლის ფეხბურთელის იჯარის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესაძლებლობა განიხილოს.
როგორც მოგეხსენებათ, ტრინკაუ ერთი წლით, გამოსყიდვის უფლებით, ინგლისურ “ვულვზშია” განათხოვრებული. ჩავი მიიჩნევს, რომ პორტუგალიელს “ბარსას” გაძლიერება უკვე ამ სეზონშივე შეუძლია.
“ვულვზმა” ტრინკაუს იჯარაში 6 მილიონი ევრო გადაიხადა. ამიტომაც, თუ “ლურჯ-ბროწეულისფერები” მის დაბრუნებას გადაწყვეტენ, ინგლისელები ამ თანხას უკან მიიღებენ.

ვისაც პორტუგალიაში უნახავს ტრინკაოს თამაშები, დამეთანხმება რომ უდიდესი პოტენციალი აქვს. სწორი მწვრთნელის ხელში დიდ ფეხბურთს ითამაშებს დარწმუნებული ვარ.
მარჯვენა ვინგერის პოზიცია მიზანმიმართულად დააცარიელა ლაპორტამ, კოლიადოც კი ვერ დააწინაურა. ტიპი იმენა სლეა თქო რო ვამბობ არ მიჯერებს აქ ზოგიერთი მეხოტბე. დემირი ბ გუნდისთვის იყიდა, კოლიადოს 1 წელი დააკარგინა, ტრინკაო გაუშვა, გრიზმანი გაუშვა და დატოვა დემბელე როომელიც ოფიციალურ გარდაცვლილად იყო გამოცხადებული
კიდევ ერთი ვარაუდი და კვლავ ტყუილი.
როდესაც ათამაშდა და კარგად დაიწყო შეტევებში ჩართვები მაშინ დასვა კუმანმა სკამზე ხოდა ხავის ხელში უფრო ითამაშებს თან მოთხოვნაც აქვს ხავის უკვრ ამისი არ გაყიდოთო
კი ეგრეა, არად ნაღდად არ არის ცუდი ბიჭი და დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია ოღონდ ნორმალური ტრენერი ჭირდება
მარჯვნივ გვინდა კაცი ნამდვილად,დემბელე სულ,რომ გამოჯანმრთელდეს 90 წუთი მაინც ვერ არბენინებ
ტრინკაუ ცუდი ნაღდად არ არით, თან მაგი ხომ მარჯვენა გარემარბია, ხოდა მაგ პოზიციაზე ხალხი ნაღდად გვჭირდება, მანდ გვყავს 18 წლის დემირი, ხრუსტალი დემბელე და ბარსა ბს ფეხბურთელი ეზალზური, ტრინკაუ და კოლიადო რითი ჩამოუვარდებიან ამათ?
ესეც ვიცოდი, კარგი ტრენერი ამ ბიჭს კარგად გამოიყენებს