რამდენიმე წუთის წინ, “ალ სადმა” ჩავი ერნანდესის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
ყატარული კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ბარსელონამ” მისი კონტრაქტი გამოისყიდა:
კლუბის ადმინისტრაცია დათანხმდა ჩავის ტრანსფერს “ბარსელონაში” მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხის გადახდა განხორციელდა. ჩვენ “ბარსელონასთან” სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე შევთანხმდით.
რამდენიმე დღის წინ, ჩავიმ კლუბს აცნობა, რომ “ბარსელონაში” დაბრუნება ახლა სურდა, რადგან მისი მშობლიური კლუბი რთულ ვითარებაში იმყოფება. ჩვენ გავითვალისწინეთ ჩავის სურვილი და მისთვის წასვლაში ხელი არ შეგვიშლია.
ჩავისა და მის ოჯახს დოჰაში ყოველთვის სიხარულით დავხვდებით, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება.
– ვკითხულობთ განცხადებაში.
ჩავი, მატეუ ალემანისთან და რაფა იუსტესთან ერთად, კატალონიაში ხვალ დაბრუნდება.

ჩავისა და მის ოჯახს დოჰაში ყოველთვის სიხარულით დავხვდებით, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება.
ფული აგვართვეს და კიდევ ღადაობენ?
მოდი მოდიიი ჩავიუს,ეხლა რო ტენჰაგი ფუტბოლს თამაშობს 25 წლის ასაკში გაქვს ნათამაშები აჩვენე ამათ ვინაა ტიკიტაკას მეფე.მოხოდე ეს ვალეტი ფეხბურთელები ტუზებად იმუშავე გუნდზე და ახალგაზრდებზე,ლაპორტა გყავს გვერდით ნაბიჭ…..პრეზიდენეტი,ყველაფერს იზავს ნამუსზე აღარავის დააბიჯებინებს,იმ აჭკებიან სირინოზას არგავს.<3<3<3
დაიმახსოვრეთ ეს დღე, დიდი ერის დასაწყისი იწყება!!!