დღეს, “სიუტატ ესპორტივაზე”, “ბარსელონასა” და “კორნელიას” შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელიც 2-2 დასრულდა. “ბარსას” მხრიდან, გოლების ავტორები სერხიო აგუერო და ფილიპე კოუტინიო გახდნენ.
მოსამზადებელი მატჩის მიზანს ახლადგამოჯანმრთელებული ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციის შემოწმება წარმოადგენდა. დემბელე და აგუერო ზაფხულში მიღებული ტრავმებისგან რეაბილიტაციის პროცესის დასრულებასთან ახლოს არიან, თუმცა ფრანგი მოედანზე სათამაშოდ არ გამოსულა. სავარაუდოდ, “ვალენსიასთან” სათამაშო დროს მხოლოდ აგუერო მიიღებს.
Sport წერს, რომ არგენტინელმა გოლის გატანა მატჩის პირველ ნახევარ საათში შეძლო (ჯერჯერობით, გოლის ამსახველი ვიდეომასალა არ გავრცელებულა). კუმანმა გუნდი მოედანზე 3-5-2 სისტემით გამოიყვანა.
“კორნელია” ესპანეთის რანგით მესამე ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბია. გასულ სეზონში, “ბარსა” და “კორნელია” ერთმანეთს ესპანეთის თასის 1/16-ფინალში შეხვდნენ. “ბარსას” მეტოქის დასამარცხებლად 120 წუთი დასჭირდა (2-0). აღსანიშნავია, რომ “ბარსელონასთან” შეხვედრამდე, “კორნელიამ” გათამაშებას მადრიდის “ატლეტიკო” გამოთიშა.
“ღამურებთან” დაპირისპირება სტარტს კვირას, თბილისის დროით, 23:00 საათზე აიღებს.







4-3-3 უნდა ითამაშოს გუნდმა. რატო შეიყო ამ კაცმა ამ 3-5-2ით. გვშველოდეს მაინც. ბაიერნმაც ამოგვტენა და ბენფიკამაც და გარემარბებით შეტევაში მაინც ვიზამთ რამეს. კარში მაინც დავარტყამთ ბოლო ბოლო
აგუეროს და დეპაის რატომ აქვთ ეს გეტრები სულ დაწეული, სული ეხუთებათ თუ რა უბედურებაა. ნერვებს მიშლის ეს და კიდევ პიკე ვარჯიშის დროს შორტებს ტანგად, რომ აქცევს.
3-5-2, რომ არ ამართლებს ეს ვერ გაიგო ამ ჭორფლიანმა იდიოტმა. იმენნა შეილაგა რა…
ამ 3-5-2 ხო იმენა იმასქნა ამ ქერაცუამ ტვინი
კიდევ კარგი არ წავაგეთ, ყოჩაღ ბიჭებს. საიდან იყოო? ხო, რანგით მესამე ჩემპიონატიდანო. და ამ გუნდთანაც ვერ ბედავს კუმანი 4-3-3 სისტემით თამაშს?
აგუერიშეე ნეტა აღარ დაიმტვრეს და 10+ გოლს ნაღდად გაიტანს.
აგუერო დიდი ძალა იქნება გუნდისთვის
dembele ar daimtvres