“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის დანიელი თავდამსხმელი მარტინ ბრეითუეიტი ოპერაციას გაიკეთებს.
“ბლაუგრანას” ოფიციალური საიტის ცნობით, ბრეითუეიტს მარცხენა მუხლზე დაზიანება აქვს, რომელიც კონსერვატიულ მკურნალობას არ ექვემდებარება. 30 წლის შემტევს ოპერაცია უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.
ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება ბრეითუეიტის გამოჯანმრთელებას. ყველაფერი ცნობილი ოპერაციის შემდეგ გახდება.
მარტინ ბრეითუეიტმა ტრავმის მიღებამდე მიმდინარე სეზონში 3 მატჩის ჩატარება მოასწრო. მან მოედანზე 226 წუთი გაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.



საწყალი სუპერ სტარი
ეგ იყო სულ მაგის მაქსიმუმი, ვინმე მეტს ხო არ ელოდა. ეხლა მომავალ წლამდე უნდა ვუხადოთ ხელფასი და კიდევ ამის შემცვლელი უნდა ვეძებოთ.
შემცვლელი გვყავს 6 ბარსა ბში
რა ბედი აქვს რა ბავარიას, მუხლები უკანკალებდათ ამას რომ მოედანზე ხედავდნენ
მარტინ ბრეითუეიტმა ტრავმის მიღებამდე მიმდინარე სეზონში 3 მატჩის ჩატარება მოასწრო. მან მოედანზე 226 წუთი გაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ეგ იყო სულ მაგის მაქსიმუმი, ვინმე მეტს ხო არ ელოდა. ეხლა მომავალ წლამდე უნდა ვუხადოთ ხელფასი და კიდევ ამის შემცვლელი უნდა ვეძებოთ.
ფუი დუბლის მერე გაიყიდებოდა წესიერ ფასად.