ბუსკეტსი, ალბა და გარსია ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს, პედრი – არა

ბუსკეტსი, ალბა და გარსია ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს, პედრი – არა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სექტემბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მისი გუნდის განაცხადი დაასახელა.

“ფურია როხას” რიგებში “ბარსელონადან” სერხიო ბუსკეტსს, ჟორდი ალბასა და ერიკ გარსიას უხემს. როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის ნაკრებში არ გამოიძახეს პედრი, რომელიც, ამჟამად, ისვენებს და შვებულებაში იმყოფება.

ესპანეთის 24-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება: უნაი სიმონი, დე ხეა, რობერტ სანჩესი, ალბა, გაია, ასპილიკუეტა, ლიორენტე, ერიკ გარსია, ლაპორტი, ინიგო მარტინესი, ალბიოლი, ბუსკეტსი, როდრი, კოკე, მიკელ მერინო, სოლერი, ბრაის მენდესი, ფორნალსი, სარაბია, ფერან ტორესი, ტრაორე, მორატა, მორენო, აბელ რუისი.

ესპანეთის ნაკრები 3 შეხვედრას გამართავს. “ფურია როხა” 2 სექტემბერს შვედეთს დაუპირისპირდება, 5 სექტემბერს – საქართველოს, 8 სექტემბერს კი – კოსოვოს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • azulgerana
    26 აგვ 2021, 22:29

    კაია უნდა აპახაო ესენი

  • El pistolero 9
    26 აგვ 2021, 17:54

    ისეთი ხალხია გამოძახებული რო მოვუგოთ არ გამიკვირდება

  • saba17
    26 აგვ 2021, 16:12

    nika 54,
    არამგონია გაგვანადგურონ თბილისში მშვენივრად ვეთამაშეთ და მაქვს ამ ნაკრების იმედი.

  • .Gladiator.
    26 აგვ 2021, 14:46

    გარსია ესპანეთის მეფის ბიძაშვილია თუ ძალით რატო უქმნიან კარიერას მაგ ვითომ ფეხბურთელს

  • nika 54
    26 აგვ 2021, 14:21

    იმედია არ გაგვანადგურებენ, თუმცა გოლების გატანაში მაინცდამაინც არ აქტიურობენ ხოლმე.