“ბარსელონას” კაპიტნები სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და სერჟი რობერტო ხელფასის შესამცირებლად მზად არიან. ამ ინფორმაციას Cadena SER-ის ჟურნალისტი სანტი ოვალიე ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბუსკეტსი, ალბა და რობერტო კატალონიურ კლუბთან ანაზღაურების დაკლებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.
პირველი, ვინც ხელფასი უყოყმანოდ შეიმცირა, ჟერარ პიკეა. ახლა კი მძიმე ფინანსურ მდგომარებაში “ბარსელონას” დასახმარებლად გუნდის დანარჩენი კაპიტნებიც მზადყოფნაში იმყოფებიან.
ივარაუდება, რომ ხსენებული ფეხბურთელები, რომლებიც “ბარსას” სკოლის აღზრდილები არიან, ხელფასებს გაინახევრებენ.




კი ალაგებს. მესიც ურევდა ალბათ კლუბს რაღაც დონეზე
წყაროს ცნობით, ბუსკეტსი, ალბა და რობერტო კატალონიურ კლუბთან ანაზღაურების დაკლებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.
მე არ მესმის, რას ნიშნავს შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. ძალიან შორს იყვნენ? და ეხლა მოდიან აზრზე, თუ ლეო რო წავიდა ეხლაღა გაბედეს.