Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონამ” ილაიშ მორიბას წარმომადგენლებს ულტიმატუმი წაუყენა.
გამოცემა წერს, რომ “ბარსელონამ” ფეხბურთელის მხარეს აცნობა, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი კლუბის მიერ გაკეთებულ ბოლო შეთავაზებას არ მიიღებენ, კლუბი მოლაპარაკებებს დასრულებულად ჩათვლის – პასუხის ბოლო ვადად 8 აგვისტო განისაზღვრა.
“ბარსელონამ”, ფეხბურთელის მოთხოვნის შესაბამისად, კონტრაქტის ხანგრძლივობა 5-დან 3 წლამდე შეამცირა. მორიბას აგენტები კლუბისთვის მათი გადაწყვეტილების შეტყობინებას არ ჩქარობდნენ, რამაც კლუბის ხელმძღვანელების უკმაყოფილება გამოიწვია. ამიტომაც, კლუბმა მორიბას საკითხის საბოლოოდ გარკვევა მიმდინარე კვირაში გადაწყვიტა.
ამჟამად, 18 წლის ფეხბურთელი პირველი გუნდისგან იზოლირებულია. იგი “ბარსა B-სთან” ერთად ვარჯიშობს, თუმცა თამაშის საშუალება არც სარეზერვო გუნდის რიგებში ეძლევა.

Ronaldinho..,
ხო არც მე არ ვიცი
მსგავსი სინაგლე არ ვიცი რა
La Pulga,
მართალია ძმაო
გასაყიდია ასი პროცენტით, მაგრამ რეალურად ყავს მყიდველი? ჟურნალისტები რაღაცას ჭორაობენ,ეს ან არის სიმართლე ან არა.
უნდა გაყიდონ ეს, ვინ ჩემი განდონია ასე რო იქცევა თან როგორც წყაროები წერდნენ სიტის უნდოდა და სიტი ცოტას არ გადაიხდის 100% ვიცი, 50-60 ლიმონის აღება შეიძლება თავისი ბონუსებით
ღორი
ამის დარჩენა უკვე პრიკოლია
აგენტი რას ეყოფა ამ ბობოქარ ფეხბურთელს, აგენტები ყავს. გადაასკოჩეთ ერთმანეთს, ლოდი და ხმელთაშუა ზღვა მანდვეა.
ამან უნდა მოგვკლას, ამან? ვინ არის ეს ღორი. წნევამ ამიწია უკვე.