Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” ნახევარმცველმა, არტურმა, “იუვენტუსთან” ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ტრანსფერის გაოფიციალურება დარჩა.
მადრიდელი ჟურნალისტების ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ტურინში გამგზავრებისა და სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, “ბიანკონერისთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმება, ასევე, წარმატებით გაიარა მირალემ პიანიჩმა, რომელსაც კატალონიური კლუბი არტურის სანაცვლოდ მიიღებს.

რატო უნდა დარჩეს გუნდში, რომელიც დღითიდღე ფლავდება და განვითარების არაფერი არ ეტყობა? რათქმაუნდა გადავა გუნდში სადაც განვითარების საშუალება ექნება.
გენაცვალე ძმაო, მართლაც კარგი იქნებოდა პატივისცემის ნიშნად ერთი პოსტი მისი ხსოვნისადმი.
მე მინდა საქართველოში მომხდარ ტრაგედიას შევეხო და საიტის მწერლებს მოუწოდო იმისაკენ რომ ერთი სტატია დაუთმას გიორგი შაქარიშვილის ვიცი რომ ეს ბარსას საიტია მაგრამ ვფიქრობ რომ ეს მართებული იქნება ჩვენ ქართველები ვართ უპირველეს ყოვლისა. მე არ ვითხოვ სტატიაში რაიმე დოკუმენტების დაწერას უბრალო გამოსამშვიდობელი სტატია 19 წლუს ანგელიზზე. იმედია არ დამაიგნირებენ მწერლები.
აუუ ამათმა გაბუტვებმაც ტვინი გაღუნაა რაა…წავიდეს თუმიდის არიციან მაინც ამ ბრაზილიელებმა მოქცევა