ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” “ბარსელონას” ნახევარმცველისთვის, ფილიპე კოუტინიოსთვის ბრძოლას გამოეთიშა.
კოუტინიო, ამჟამად, მიუნხენის “ბაიერნში” იჯარით იმყოფება. მომავალი 27 წლის ფეხბურთელისა, რომლის გამოსყიდვაზეც “რეკორდმაისტერმა” უარი თქვა, კვლავ ბურუსითაა მოცული.
გავრცელებული ცნობებით, ფილიპეს ინგლისურ პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს. აქამდე მას “ჩელსის” აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, “ლურჯებს” კოუტინიო აღარ აინტერესებთ.
ESPN იტყობინება, რომ “ჩელსის” უარის მიზეზი ბრაზილიელი ვარსკვლავის ძალიან დიდი ხელფასია. ფილიპე წელიწადში დაახლოებით 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ლონდონელებისთვის პრობლემა, ანაზღაურების გარდა, შესაძლოა, სატრანსფერო ფასიც იყოს. კატალონიელები კოუტინიოს დაახლოებით 100 მილიონ ევროდ აფასებენ. ივარაუდება, რომ “ჩელსის” ბრაზილიელის შესაძენად საკმარისი ფული არ აქვს.
ფილიპე კოუტინიომ მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.




ეგდოს სკამზე … ხელფასი დაუწიეთ და დაე..ვას
ალენიაც დასაბრუნებელია აბა რაკეტა და ვიდალს რომ ვუშვებთ სკამზე ვინმე ხომ უნდა გვყავდეს?
კოუტინიო-დე იონგი-არტური და ალენია-ბუსკეტსი-ს.რობერტო + ბარსა ბ-დან მონჩუ
დააბრუნეთ ბიჭო დააბრუნეთ ვერ გაყიდით ამას ამ ეტაპზე ვერაა
დააბრუნონ რა და ათამაშონ ნახ დაცვაში მაგარი შემტევი გუნდი გავხდებით და სანახაობაც მეტი იქნება თან შემტევს მგონი ვერ მოიყვანენ ვერავის და ჯობია განათხოვრებულები დავიბრუნოთ ვინც კაია მაგალითად ეს ტოდიბო კუკურელია ტრინკაო მოდის ასევე ზაფხულში
რასაც ბარსა ვერ აკეთებს იმას სხვა გუნდები ჩალიჩობენ , იქნებ სხვა გუნდების უარების ხარჯზე მაინც მოუწიოს დარჩენა ბარსაში
140 მილიონიანი ჩაწოლილი საქონელი, რომელსაც ვერც ბარსა გამოიყენებს და ვერც გაყიდის. ერთადერთი იმედი ნიუკასლია. თუ იმანაც უარი თქვა, მაშინ იჯარებით ატარონ ალთას და ბალთას, ამასობაში ვადაც დაუმთავრდება და გაასხავს უფასოდ.
ეს ჩლუნგი ხელმძღვანელობა ჯერ ყიდულბს ფეხბურთელს, მაქსიმალურ მაღალ ფასად და მერე ფიქრობენ სად ათამაშონ და როგორ გამოიყენონ.