Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტე ლაუტაროს “კამპ ნოუზე” გადასვლის საკითხს არ შეაჩერებს. წყარო იუწყება, რომ მათ ამის შესახებ უკვე ისაუბრეს და გამომეშვიდობნენ კიდეც ერთმანეთს.
შემტევმა “ნერაძურის” დატოვების სურვილზე მთავარ მწვრთნელს განუცხადა და მისგანაც თანხმობა მიიღო, იმ პირობით, თუ დარჩენილ სეზონში გუნდისთვის სრულად დაიხარჯება.
ანტონიო კონტე შიშობს, რომ არგენტინელი “ბარსელონაში” გადასვლის ფიქრმა, შესაძლოა, ინერტული გახადოს და ამჟამინდელ კლუბზე ნაკლებად იფიქროს. ლაუტარო კი დაპირდა, რომ ასეთ შემთხვევას ადგილი არ ექნება და პირიქით, კლუბისათვის მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს.
“ნერაძურის” ჯერ კიდევ მინიმუმ 16 თამაში აქვს დარჩენილი. 13 სერია A-ში, 1 კოპა იტალიაზე და ორიც ევროპის ლიგის პლეი ოფში “ხეტაფეს” წინაამდეგ.



ჯობია დაიტოვოს,რატო იხდიან, ამხელა ფულს ვერ გამიგია,თან იძახიან კრიზისია და ხელფასები შევამციროთო,მიეცით ლამასიას მეტი შანსი
გმმოემშვიდობა არა კიდე სუფრა გაუშალა სისულელეა :დ
Daaxloebit 10 dghis win analogiuri teqstit igive dawera aghar maxsovs vin da ra pontia, damtxvevaa? Ki, tamashobda aleqsidze chelsishi.
სასტავ არვიცოდი და თურმე ადრე სადღაც 2წელი ჩელსიში თამაშობდა ერთი ასეთი ქართველი ფეხბურთელი რატი ალექსიძე. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ რატის მაგრამ ტრამვები. 2000წელს ეფეი fa cupიც მოიგო რატიმ ჩელსისთან ერთად
რა გეჩქარებოდა ეგება ვერ ყიდულობს ბარსა 😂😂😂