მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო გოლის ავტორად ლეო მესი დასახელდა

“ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო გოლის ავტორად ლეო მესი დასახელდა

“ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო გოლი გამოვლენია და რა გასაკვირია, რომ მისი ავტორი კატალონიური კლუბის ლიდერი ლიონელ მესია.

“ბლაუგრანას” გულშემატკივრებში გამოკითხვა დაახლოებით 3 თვის წინ დაიწყო. კონკურსში 64 გოლი მონაწილეობდა, რომელთაგანაც ფინალში 4 გავიდა. აქედან 3 ლეო მესის ეკუთვნოდა (“ხეტაფესთან”, “რეალთან” და “ბილბაოსთან”), ხოლო ერთი სერჟი რობერტოს (“პარი სენ-ჟერმენთან”).

ფინალში, დიდი უპირატესობით (45%) მესის მიერ “ხეტაფეს” კარში გატანილმა გოლმა გაიმარჯვა. არგენტინელს ეკუთვნის მე-2 (“ბილბაოსთან”, ესპანეთის თასის ფინალში, 28%), და მე-3 (“რეალთან”, ჩემპიონთა ლიგაზე, 16%) ადგილებიც. მე-4 პოზიციაზე, 11%-ით, სერჟი რობერტოს მიერ “პარი სენ-ჟერმენის” კარში გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლი გავიდა.

გასული 3 თვის განმავლობაში, გამოკითხვაში მონაწილეობა “ბარსელონას” 500 ათასამდე გულშემატკივარმა მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 28 მარ 2019, 21:52

    რათქმაუნდა მაგ გოლს უნდა გაემარჯვა ბილბაოსთანეს მაგარი გოლი გაიტანა მარა ეს რაღაც სასწაული გოლი იყო
    1. My Webpage
    2. My Webpage
    3. My Webpage
    ჩემი აზრით აი ეს სამი გოლია მესის კარიერაში საუკეთესო გოლი
    მარა ბილბაოსთან 2011 წელს აი ის გოლი რო გამოსვლოდა საჯარიმოში რო ფიშკებივით გაიარა მცველები მაგ გოლს ვერაფერი ვერ აჯობებდა

  • Bakero
    schedule 28 მარ 2019, 20:32

    გოლს ჰქვია გამაიღე დიეგო joy joy joy ……ლეოს 3 საუკეთესო გოლის ჩემი ვერსია : თავით ! ვან დერ სარის თავზე გადაგდებული თითქმის 11 მეტრიანის ნიშნულიდან !!! (ჩემპიონთა ლიგის ფინალში !) გამაიღე პენალდო joy joy joy " ანოეტაზე " " რეალ სოსიედადთან " წვიმაში თამაშის 83 წუთზე ჯარიმიდან ( ალბათ 3,5 კილონახევრიანი ბურთით ) ბურთმა ისეთი ჩაყვინთა მიმიქარავს ხმელი ფოთოლი joy joy joy " ბენიტო ვილიამარინზე " წელს " ბეტისის " კარში " პადსეჩკით " შედევრი

  • Don_Andresito
    schedule 28 მარ 2019, 20:06

    ნუ გასაგებია რატომაც, ასაკი ავიღოთ მაშინდელი ლეოსი, მერე მარადონას გოლს ჩაუდო რასაც ქვია, მარა მე ხმას ბილბაოსთან გოლს მივცემდი. ძაან იკლასნა. თან წამოიწყო თუ არა რეიდი ავდექი და გოლისთვის მოვემზადე

  • messi and iniesta
    schedule 28 მარ 2019, 19:58

    მეფე ყოველთვის და ყველგან საუკეთესოა

  • mari karkalaia
    schedule 28 მარ 2019, 19:53

    ratqmaunda saauketesoa messi 👌⚽💙