მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსას ახალი გმირი ჰყავს

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსას ახალი გმირი ჰყავს

   დიდებული მატჩი იყო. მერე რა რომ ქულები დაიკარგა?! სეზონი გრძელია, ეს მატჩი კიდევ კარგი გაკვეთილი იყო. “ბარსა” ჯუნგლებში ჩავიდა სათამაშოდ, სადაც არც მოედანი ვარგოდა, არც აუტის ხაზთან რატომღაც მიგდებული სკამები, არც ფოტოგრაფთა აპარატები, სამაგიეროდ ვარგოდა ატმოსფერო, ამას თუ გაუძელი, ესე იგი, ყველაფრის გაძლება შეგიძლია. მოედნის ფეხბურთელი მოსცილდება კიდეც აუტის ხაზთან მიბჯენილ ტრიბუნას და გაავებულ ქომაგებს, სადაც 7-8 წლის განდონა ბავშვებიც დაუნანებლად ამკობდნენ კატალონიელებს – იხოო დე პუტააა!! აი მეკარემ რა უნდა ქნას?! მისჯილი აქვს მათთან ახლოს ყოფნა, ყურს ესმის, სხეული გრძნობს და გული ბრაზით ივსება, მაგრამ წამით არ კარგავს კონცენტრაციას და გვაჩვენებს ისეთ წარმოდგენას, რომელიც გაცილებით წინ გაგვახედებს და გაგვახარებს იმის ცოდნით, რომ ეს კაცი ჩვენი მეკარეა. 

შევარდნაძისა არ იყოს.. ჟოან გარსიამაც დაიწყო გერმანული კედლის ნგრევა.

ახალი ცხოვრება იწყება. 

ეს სურათები 

  ორი სურათი განსაკუთრებით ჩამრჩა გონებაში, პირველი ტაიმის ბოლოს იყო, დანი ოლმომ ახლო მანძილიდან კარს გადააცილა. ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ბურთს ცუდად მიუდგა და თითქოს დარტყმის წინ ეჭვიც შეეპარა საკუთარ თავში. ფლიკმა თავში წაიშინა ხელები და ძალიან გაბრაზდა, ერთი-ორი შაიზეც ჩაილაპარაკა. იცოდა, რომ ეს გოლი თამაშს მოკლავდა, მატჩი კიდევ აუცილებლად მოსაკლავი იყო, რადგან მოედანს ცეცხლი ეკიდა და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მატჩის ხასიათი შეცვლილიყო. 

მეორე სურათიც ოლმოს უკავშირდება, ოლმოსა და რაფინიას, გაბრაზებულები, თითქოს ცრემლმორეულები ისხდნენ სათადარიგოთა სკამზე, ეს უკვე მეორე ტაიმის სურათია, ვიცით რომ რაფინიას საშინლად არ უყვარს შეცვლა, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა ბრაზობდეს, ოლმოსი არ იყოს, პირველ ტაიმში მანაც გაანიავა მომენტები, სამი იყო ასეთი – ერთხელ ვალდებული იყო ფერანისთვის ერთი-ერთზე პასი მიეცა, დიაგონალურად კარგად გაეხსნა, რაფინიამ კი ერთი ზედმეტი შეხება გააკეთა, მერე კი მარჯვენა ფეხით დარტყმა არჩია. შეცდა. 

მეორედ თითქოს დასარტყმელი იყო, მაგრამ პასი გააკეთა, ოღონდ, არა ზუსტად. ვერა და ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გაატანეს ქარს პირველი ტაიმის საჩუქრები და ამ დროს გუნდები ისჯებიან ხოლმე, მაგრამ გარსიას წყალობით “ბარსა” ბევრჯერ გადარჩა. დაცვის ცენტრს კი როგორც არასდროს ისე ეტყობოდა კუბარსი-ინიგოს არ ყოფნა, მაგას კიდევ ბევრჯერ ვიგრძნობთ, რადგან ინიგო საერთოდ აღარ არის ჩვენთან. არა მგონია, არაუხოს რაიმე შეეცვალა, მაგრამ ერიკ გარსიასა და კრისტენსენის დუეტი მართლა კატასტროფა გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დასწრებაზე კარგად ითამაშეს. საქმე ის არის, რომ თამაშგარეს ხაზი ვერ დაიჭირეს, ეს კიდევ ფლიკის გუნდისთვის განაჩენია. 

თუმცა, უარესებიც გვინახავს. 

საერთოდ რაზეა საუბარი.. ლანგლე-უმტიტის დუეტი გვინახავს. 

“ბარსას” პირველი ტაიმი უკეთესი ჰქონდა, უბრალოდ, ვერ შეირგო. თუმცა, მსაჯის ნაჩუქარი პენალტი კი შეირგეს. იამალისთვის უარესიც უქნიათ და პენალტი არ ღირსებია, ახლა კიდევ საბრძოლო ეპიზოდში პენალტი აჩუქეს და თავადვე შეასრულა. ამ გოლის დროს ვნახეთ, რომ არც ბადე ვარგოდა, ისე გამოვარდა ბურთი გეგონება ძელს მოარტყაო. 

ეს სად ითამაშეს ღმერთმანი.. 

ძალიან ცუდი მეორე ტაიმი 

თითქოს გაბრაზდნენ ამ პენალტის გამო, გაბრაზდა მთელი სტადიონი და ისე შეუტიეს “ბარსას” ნათელი გახდა, რომ გოლს აუცილებლად შეაგდებდნენ, შეაგდეს კიდეც, გარსიას შანსი არ ჰქონია, ხუთი მეტრიდან გახვრიტეს, ხარიხასაც შეეხო და ამ ბურთის მოგერიება შეუძლებელი გახდა. 

გოლი იყო შესაგდები, მაგრამ “ბარსამ” საინტერესო ვერაფერი შექმნა, წაგებასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მოგებასთან. ლევანდოვსკის გამოსვლაც დაგვიანებული მომეჩვენა. რაშფორდი ჯერჯერობით ისევ სხვა ფეხბურთს თამაშობს, საერთო რიტმიდან ამოვარდნილია. ამ დროს აგრესიაა საჭირო, მაგრამ გავის ისევ ტრავმა აქვს, ისევ მუხლი აწუხებს, მის გარდა კიდევ ასე მოძრავი და მებრძოლი მოედნის ცენტრში არავინ არის. 

ფერმინი? კარგია, რომ დარჩა, მაგრამ ვერც მან გააწყო რამე. 

“ბარსამ” ერთი ქულა მოიპოვა. შეიძლება ასე ითქვას. გადარჩა წაგებას. ახალი გმირიც გვყავს, ახალ გმირებს კიდევ ახალი სტადიონი სჭირდებათ, იგვიანებს და იგვიანებს, განაცხადიც გააგზავნეს უეფაში, მოდი რა.. ჩემპიონთა ლიგაზეც გასვლითი მატჩით დავიწყებთო. ეგრეა ხო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც სეზონი დაიწყო “ბარსას” სახლი არ უნახავს, სულ გასვლაზე აგორავებს ბურთს, თავიდანვე ნათელი იყო რომ სადღაც ფეხი დაუცდებოდათ. 

მომდევნო მატჩი

მომდევნო მატჩი “ვალენსიასთან” არის ჩანიშნული. სახლში, მაგრამ… შეძლებენ კი “კამპ ნოუზე” ჩაატარონ მატჩი? საკითხავი აი ეს არის. 

დანარჩენს კიდევ ეშველება. 

კარგი მატჩი იყო. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (27)

  • jacky iakovenko
    01 სექ 2025, 14:36

    კითხვა მეზარება ამ სიცხეში ამდენის მარა მეკარის გარდა და კიდე ერიქსენის გარდა ყველა ნაბახუსევ ფეხბურთს თამაშობდა …. პედრი რო პედრია ეგეც. საფარი არ ვარგოდა მარა ეგ გამარეთლება არაა… ლამინა კიდე აყვა იმ 3 ნომერს და იმანაც ტოლი არ დაუდო და გასაკვრიაი ის პენალტი რომ მოასწრო და გამოიმუშავა ამას თუ ვინმემ არ წამოარტყა თავში რავიცი კიდე ბევრი თამაში იქნება სადაც სხვას აყვება დ ისევ ასეთი ხლიბი თამაში ექნმება … ოლმო კიდე ცოდოა,ვერადა ვერ მოიოხდა ეგ ბიჭი რაა.
    პ.ს გილოცავთ კამპ ნოუზე დაბრუნებას (ხო მისცეს ნება ვალენსიასთან თამაში კამპ ნოუზე ჩატარების)

  • PUIOL5
    01 სექ 2025, 12:52

    ციტატა: MaestroXavi
    ჯერ ერთი დე იონგი არაა ყველაზე მაღალანაზღაურებადი, მერე საყრდენი რომ არაა როდის უნდა შეიგნოთ? უკეთესი ვარიანტი არაა და მანდ ათამაშებენ თორემ მეექვსე ნომერს რაც სჭირდება ყველაფერს აკეთებს

    მავნებლური და სულელური აზრია ყოველი დაკარგული ქულების მერე მაგის ლანძღვა, ჩვევაა იმენა უკვე 😃


    ცენტრი მაგას აბარია და იხვრიტება, გინდ მდგარა გინდარა, ბრძოლა და კაცის გამოკიდება მაგას არ შეუძლია, ჩვეულებრივი უფუნქციო მძორია, ფერმინს რომ მიადგნენ გასაყიდად მაშინ დეიონგი რღლედ გვინდა როცა ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს? არ ჯობია გაყიდონ 80 მილიონად და მოიყვანონ პოზიციით ჩამშლელი რომელიც მოაგვარებს მაგ პრობლემას. ათიანზე ოლმო და ფერმინი გაიყოფენ დროს, გაისად თუ დროფერნანდესი მოიხოდა და დონე აჩვენა მერე უკვე ოლმო ფერმინიდან რომელიმეს გაშვებაც შეიძლება და მცველის მოყვანა, ბასტონი ან ვანდევენი და მარცხენა მცველიც არ გვაწყენდა, ბალდეს უინეტელექტო დედაცმოვხან, კი დარბის წინდაუკან მაგრამ მხოლოდ დარბის, ბარსელონაში გაიზარდა და პასი ვერ ისწავლა

  • Nikolay
    01 სექ 2025, 12:29

    Ისეთი სტადიონი იყო აქ ფრეც არ მიკვირს და არც წაგება, ტოპ 5 ჩემპიონატია ლა ლიგა რომ კითხო ტებასებს

  • kuko
    01 სექ 2025, 12:22

    რავი ძმაო რაც გარსიამ ბურთები გამოაძრო ერთი ერთზე, ეგეთი მომენტები ჩვენ რო გვქონოდა ვიტყოდი რომ მეკარემ მოგვიგო მაგრამ სამწუხაროდ რაიო გვანადგურებდა რო არა მეკარე. ის ლაწო რომ დარბის თავში ავარდნილი ბავშვი მაგას იმედია მოთოკავენ თორე ეგ თავის თავისთვის უფრო თამაშობს ვიდრე გუნდისთვის ეგრე არ გამოვა არცერთი კომპონენტი არ ვარგოდა გუშინდელი თამაშიდან არცერთი არც შეტევა არც ნახევარ დაცვა და არც დაცვა ეს რა ჯანდაბას ვუყირეთ

  • Barca
    01 სექ 2025, 12:19

    იმით შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ რო სეზონი კიდე დიდია და სეზონის პირველი ნახევარი არ წყვეტს არაფერს ბევრი მაგალითი ამის იყო

    დაცვაში ცვლილებები საჭიროა ხერარდ მარტინი ცუდად არ შემოსულა, ლა მასიიდან ვიღაცეებს შანსი უნდა მისცენ პედრო ფერნანდესს, ფერმინი ძირითადში და ოლმო და პედროს შორის არჩევანი უნდა გააკეთონ, რაშფორდს არ ვიცი რა როლი აქ ან სად უნდა ითამაშოს ერთადერთი როტაციაში გამოადგება გუნდს რო დაასვენოს ფეხბურთელები

  • Barca for life
    01 სექ 2025, 12:12

    ფეოლა უკეთესი ანალიზის დადებაც შეგეძლო, ახლა ძალიან მარტივად და საყვარლად დახატე ყველაფერი მაშინ როცა *რაკში ვართ.

    1. სატრანსფერო ფანჯარამ ყველაზე ცუდად იმოქმედა, ჯერ ინიგო წავიდა, მერე ფერმინს გვახევდნენ, ამან კი შიდა სიტუაცია არია, აირია ფლიკი და პირველ რიგში ვერ ხვდება ვინები უნდა დააყენოს დაცვის ცენტრში, არადა ცხადია რომ აუცილებლად კუბარსი-კრისტენსენის დუო უნდა დადგეს და აი რამდენჯერ უნდა დაამტკიცოს ამ კრისტენსენმა რომ ძირითადს იმსახურებს მე არ ვიცი, აშკარად შიგნით ხდება რაღაც თორე ჯერ კიდევ წინა სეზონის ბოლოდან მოყოლებული გუნდში საუკეთესო მცველია და ამის ვერ დანახვამ შეიძლება დაგვღუპოს.
    ასევე გარსიაც რამდენჯერ უნდა მოისინჯოს ცენტრში და რამდენჯერ უნდა ჩაფლავდეს?! ხომ მოუძებნეს მშვენიერი როლი და რა საჭიროა ზედმეტი ფიქრი?!
    ვერც იმას ვხვდები კუნდეს რა ჭირს, 2 თამაში სკამზე გაახმეს, პრესეზონიც არ ჩაუტარებია წესიერად და უცებ ასეთ თამაშში თითქოს ნაძალადევად ჰაერზე გამოაგდეს..
    მოკლედ დაცვაში იმ დონის ანომალიური გათვლები გაკეთდა რომ მგონია ამ საკითხებზე კი არა ვაბშე არაფერზე დაფიქრებულა ტექნიკური ჯგუფი.
    2. რაც ყველაზე მეტად იგრძნობოდა ისაა რომ გუნდში ქიმია არ არსებობდა, წესიერი კომბინაციები ვერ კეთდებოდა, ბურთი სწრაფად ვერ გადაადგილდებოდა და დამაგვირგვინებელ ასპექტში ყველაზე მეტად გვეტყობოდა მაგ ქიმიის არქონა, არამხოლოდ ერთმანეთში, არამედ ინდივიდუალურადაც ძალიან უკლასოდ თამაშობდნენ, ეს კი მხოლოდ გუშინდელის ანალიზი არაა, რაც სეზონი დაიწყო მარილი გვაკლია, ჯერჯერობით ვისზეც შემიძლია ვთქვა რომ ფორმაშია მხოლოდ პედრი, ჯოანი და ბალდე არიან, დანარჩენებს მოკლებული აქვთ. ყველაზე მეტად გადაწყვეტილებების მიღების კლასში მოვიკოჭლებთ, პლუს ამას ჟილკა და ერთიანობა გვაკლია და ეს ყველაფერი კიდე არა სპორტული, არამედ მენტალური მხარეა რაზეც მწვრთნელი უნდა მუშაობდეს, თუმცა ბევრმა გარე ფაქტორმა დაგვაგდო: სატრანსფერო ამბები, რეგისტრაციის პრობლემები, ზედიზედ 3 გასვლითი თამაში, სადაც ერთგან წყალში გვათამაშეს და მეორეგან საზიზღარ საფარზე.. ნუ მოკლედ ბოლო 1 თვეა ქაოსში ვართ და ვიცი რომ ეს აუცილებლად დალაგდება, მაგრამ ფლიკზეც უამრავი რამ იქნება დამოკიდებული და ჯერჯერობით რასაც ვხედავ ჩემი აზრით გზასაა აცდენილი, რადგან არც დაცვაში, არც ნახევარდაცვაში და არც შეტევაში ჩამოყალიბებული არაა, არადა ცხადია რომ დაცვაში კუნდე-კუბარსი-კრისტენსენი-ბალდე უნდა ედგეს, სკამზე კი გარსია-არაუხო-მარტინი-ტორენტი (ჰო მარტინს მე პირადად ცენტრში უფრო ვხედავ ვიდრე ფლანგზე), ნახევარდაცვაში 2 ტიპის ოფშენი გვაქვს: თუკი ავტობუსა გუნდს ვეთამაშებით: პედრი-დეიონგი-ოლმოს ნახდაცვა უნდა დავაყენოთ, ხოლო თუკი გახსნილ და აგრესიულ გუნდს ვეთამაშებით კასადო-პედრი-ფერმინის ნახევარდაცვა, ნუ შიგადაშიგ გავის, ბერნალისა და დროს ინტეგრირებაც მოხერხდება ვიღაცეების დასასვენებლად. შეტევაში კი რაფინია-ლევანა-იამალი უნდა იყოს ისევ, რადგან ტორესი სასტარტოს კაცი არაა, სუპერსაბია და მის ამ მთავარ სქილს ვკარგავთ მისი ძირითადში დაყენებით, შესაბამისად სკამზე რაშფორდი-ტორესი-რუნი იქნებიან.
    3. იამალს უნდა შემოულაწუნონ! მაგისი ასეთი პარპაში და ამდენის უფლების მიცემა არ შეიძლება, აშკარად თავში აქვს ავარდნილი, გუნდურად აღარ თამაშობს, ძალიან ბევრს ფიქრობს პასის გაკეთებაზე, უაზრო დრიბლინგის მცდელობები აქვს, ამის გამო ბევრ ბურთს კარგავს, შემდეგ სახიფათოდ გვიტევენ და უკვე ბევრჯერ დაგვაზარალა. ჩემი აზრით 1-2 თამაშში თუ სკამზე მოსვამენ და რუნის მისცემენ დროს ამით ორივესთვის სასარგებლო საქმეს გააკეთებენ. აგერ ალონსომ 1 თამაში მოსვა ვინისიუსი და მაგის მერე 3დან 2 თამაში მისი წყალობით მოიგეს.
    4. რაფინიასაც კარგად უნდა შემოულაწუნონ და მეტი გუნდურობა და ფინიშინგზე მუშაობა უნდა მოთხოვონ, წინა სეზონის ბოლოდან მოყოლებული ძველი რაფინიასავით თამაშობს და როდემდე უნდა დავხუჭოთ თვალი ამაზე?!
    5. როგორც უნდათ ისე მოხოდონ ლევანა! დაქცეული იყო და კაცს სეზონში 30 მილიონს ტყუილად უხდიდე არ გამიგია.. ეს ტორესი არაა სასტარტოს კაცი და ლევანა თუ არ მოიხოდება უსტრაიკეროდ არამგონია რამეს მივაღწიოთ.
    6. ოლმო აზრზე უნდა მოიყვანონ! ძალიან არასტაბილურია და შექმნის ნაწილში ძალიან მოიკოჭლებს, არადა დღევანდელობაში 10იანის მნიშვნელობა ყველაზე დიდია, ხოლო თუკი გუნდში არც ძლიერი სტრაიკერი გყავს და არც ძლიერი 10იანი, მაშინ ამბიციაც არ უნდა გქონდეს რომ რამეს მიაღწევ.
    უბრალოდ მე მჯერა რომ თუკი ზემოთხსენებული წყობით ვითამაშებთ, რამე გამოვა და თუ გუშინდელივით ვიექსპერიმენტებთ მაშინ ამბიციებიც ნუ გვექნება. ძალიან დიდი დრო ჰქონდა ფლიკს რაღაცებზე დასაკვირვებლად და აქედან თუ მე ვხვდები რა იმუშავებს და რა არა, ის ჩემზე უკეთესად უნდა ხედავდეს, მაგრამ ფაქტია რომ სწორად არ მოქმედებს, აი რატომ ეს ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს.
    7. ძალიან მიხარია რომ გარსიამ ამხელა კლასი აჩვენა, არამხოლოდ სეივების ნაწილში, არამედ ყველაზე მეტად მისი გამოსვლები, ჩაშლები, სისხარტე, ქარიზმა, შეტევაზე ფიქრი და პასები მომწონს, უდიდესი პოტენციალი აქვს და იმედია ასე გააგრძელებს.

    მოკლედ, იმედია ეს შესვენება დაგვეხმარება, ცოტა გონებას გადართავენ, წესით ფლიკიც უნდა დაჯდეს და სწორად შეაფასოს მოვლენები, ხოლო რა და როგორ ამას 2 კვირაში ვნახავთ.

  • rivaldo80
    01 სექ 2025, 12:11

    ფლიკის რაც არ მომწონს არის დაცვაში თამაში ორი მცველი როცა რჩება იქ მაგარი საყრდენი თუ არ იქნება გაიხვრიტება დაცვა მუდამ.კასადო მირჩევნია იდგეს საყრდენად თუმცა არც ეგა ჩამშლელი მაგრამ გიჟივით მაინც დარბის იბრძვის.დეიონგი უნდა იყოს პედრის შემცვლელი მორჩა.ბალდე სულ წინაა და 0 სარგებელი ტიპი პროსტა დარბის წინ და აქ რომ კითხო სასტავს მაგარიაო🙄 ყველაზე სუსტი რგოლია გუნდში! არაფერი ტრაგედია არ მოხდა ამ თამაშით რაიო მხიარული გუნდია ჩვენ ჯერ ფორმაში არ ვართ უბრალოდ ერთი მოძრავი სუფთა 9 ნომერი სასიცოცხლოდ საჭიროა

  • MaestroXavi
    01 სექ 2025, 12:09

    ჯერ ერთი დე იონგი არაა ყველაზე მაღალანაზღაურებადი, მერე საყრდენი რომ არაა როდის უნდა შეიგნოთ? უკეთესი ვარიანტი არაა და მანდ ათამაშებენ თორემ მეექვსე ნომერს რაც სჭირდება ყველაფერს აკეთებს

    მავნებლური და სულელური აზრია ყოველი დაკარგული ქულების მერე მაგის ლანძღვა, ჩვევაა იმენა უკვე 😃

  • Visca-barca
    01 სექ 2025, 12:06

    ვატყობ წელს ძაან მძიმე სეზონი გველის ერთი არის კარგი ის რომ მეკარის პრობლემა მოგვარებული იქნება კაი ხანი შემდეგ წელს ბასტონი ალვარესი უეჭ მოსაყვანია თუ არადა აახვევიებენ ლაპორტას და მიაყოლებენ დეკუსაც

  • PUIOL5
    01 სექ 2025, 12:04

    ციტატა: riva

    ციტატა: PUIOL5
    დეიონგს რა ფუნქცია აქვს გუნდში? რა მოხდება ეგ ქეთინო რომ გაყიდონ და იყიდონ ჩამშლელი? სანამ ეს პოზიცია არ მოგვარდება ვერცერთი დაცვა ვერ გვიშველის.. ცალკე თემაა სტადიონები, ძაან დაბალი დონეა ესპანეთი

    ვერ შედგა ეგ ბიჭი. მაგის ჩაშლილი არ გაიშვა… ამ ბარსაში დე იონგის ერთადერთი პლიუსი ხაზებს შორის ვერტიკალური დრიბლინგია და მაგასაც სეზონში რამდენიმე თამაშში თუ აჩვენებს ისიც მაშინ როცა გუნდს ტოტალური დომინირება აქვს…


    რავიცი ძმაო ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მაგისგან სარგებელი 0ია. გაყიდონ სანამ კონტრაქტი აქვს და იყიდონ ჩამშლელი რომ სიტუაცია დალაგდეს, ფაქტობრივად ცენტრი არაგვყავს, დაცვაც არაგვყავს, ჰუისეინი არ მოიყვანეს, ვანდევენისკენ არც იხედებიან, ხოდა ვუყუროთ მარტინის და გარსიას დუეტს და მოვიგებთ ლიგებს სიზმარში, კიბატონო იყოს გარსია ოღონდ სკამზე და არა ძირითადში. ამის მერე ვინმე რომ იტყვის ლაპორტაზე კარგს, რავიცი მაგაზე ღლე პრეზიდენტი ძნელად საპოვნელია ფეხბურთში.

  • Lasha Tchelidze
    01 სექ 2025, 11:37

    მცველის არ მოყვანა არის კატასტროფა!არაუხოს საშველი არაა,კრისტენსენი კი შევა ფორმაში და კარგია,მაგრამ ტრამვიანია ძაან,გარსია ცენტრალურ მცველად არაუხოზე უარესია და კუბარსი 18 წლისაა ჯერ კიდევ,არ შეიძლება 18 წლის ბიჭი იყოს დაცვის ლიდერი🙂დეიონგი კიდე ვერ გავიგე მე,არაა ეგ კაცი საყრდენი,პედრი-დეიონგი-ოლმო მეტისმეტია. ან 10
    ნომერზე აწიონ პედრი და უკან დააყენონ დეიონგი და მასთან ერთად კასადო ან გავი თორე საყრდენი ზონა ძალიან მოშიშვლებულია და პედრი ხომარ იზამს მართლა ყველაფერს😀მეგონა თუ ეს სეზონი კიდევ უფრო კარგი იქნებოდა,მაგრამ პირიქითაა ჯერ-ჯერობით,წინა სეზონიც მძიმე მოგებებით დავიწყეთ და იმედია გამოასწორებს ფლიკი სიტუაციას❤️

  • walker599
    01 სექ 2025, 11:08

    რეალურად პირველი თამაში მალიორკასთან 9 კაციან გუნდს მოვუგეთ მეორე თამაში ლევანტესთან რო არა იამალის ჯადოქრობა ვერ მოვიგებდით და ეხლა გამოჩნდა უკვე რო დაცვა არ არსებობს ამ გუნდში და ამ დაცვით ვერაფერს მოვიგებთ, ასევე ფორმისგან ძალიან შორს არიან ყველა და სადამ ოლმო ფორმაში შევა ჯობია ფერმინი იყოს, რაშფორდის დამატებას მემგონი გილე ფერნანდესი დაეწინაურებინათ ჯობდა, აზზე არარი სადარი ჯერ, რეებს აკეთებდა სად აკეთებდა პასებს, მოკლედ ეს სანაკრებოები დასკვნების გასაკეთებლად აუცილებელია, მე მაინც ვფიქრობ რო კუბარსი და კრისტენსენი უნდა შეათამაშოს ფლიკმა

  • riva
    01 სექ 2025, 10:22

    ციტატა: PUIOL5
    დეიონგს რა ფუნქცია აქვს გუნდში? რა მოხდება ეგ ქეთინო რომ გაყიდონ და იყიდონ ჩამშლელი? სანამ ეს პოზიცია არ მოგვარდება ვერცერთი დაცვა ვერ გვიშველის.. ცალკე თემაა სტადიონები, ძაან დაბალი დონეა ესპანეთი

    ვერ შედგა ეგ ბიჭი. მაგის ჩაშლილი არ გაიშვა… ამ ბარსაში დე იონგის ერთადერთი პლიუსი ხაზებს შორის ვერტიკალური დრიბლინგია და მაგასაც სეზონში რამდენიმე თამაშში თუ აჩვენებს ისიც მაშინ როცა გუნდს ტოტალური დომინირება აქვს…

  • araujo4
    01 სექ 2025, 10:21

    ტრანსფერის ტრაკი ამათ არ ქონდათ და რო გაიგეს ინიგო ხელფასის გამო მიდიოდა ყველა პონტში უნდა გაეზარდათ. აირია დაცვა ვაბშე, თავიდან დასალაგებელი გახდა. ჯერ შარშან რა იყო და წელს ყველა ტაკოში გამოგვისვავს

  • PUIOL5
    01 სექ 2025, 09:49

    დეიონგს რა ფუნქცია აქვს გუნდში? რა მოხდება ეგ ქეთინო რომ გაყიდონ და იყიდონ ჩამშლელი? სანამ ეს პოზიცია არ მოგვარდება ვერცერთი დაცვა ვერ გვიშველის.. ცალკე თემაა სტადიონები, ძაან დაბალი დონეა ესპანეთი

  • ╚►D o p e ◄☼
    01 სექ 2025, 09:05

    სუპერ მატჩი იყო საყურებლად. მეგონა ხონის სტადიონზე ვთამაშობდით გიჟებთან😂
    ფეხბურთელებს რაც შეეხება,არაუხოზე რომხართ სასტავი ჩასაფრებული საგინებლად, ისეთი დომხალი გვქონდა დაცვაში მეგონა პრაიმ მესი,სუარესი,ნეიმარი გვიტევდა. არაუხო რომ დილდოა მაგას არუნდა ბევრი ბაზარი,მაგრამ
    ერიკ გარსია და მარტინიიი… კაი რა

  • barselona♥️💙
    01 სექ 2025, 08:49

    არაუშავს ხდება ხოლმე ფეხბურთია არ გამოუვიდა გუნდს თამაში ყველაფერი მოგვარდება სეზონი დიდია

  • PUIOL5
    01 სექ 2025, 06:28

    ლაპორტას ოჯახს შვცი, რა თაობა გვყავს და რას უშვება გუნდს, ჩამშლელი არ აღირსა ერთი.

  • zazala7
    01 სექ 2025, 06:11

    ასე ვარდისფერ ფერებში დახატვა კარგია, მაგრამ რეალურად სრული კატასტროფა ვნახეთ, და საქმე იმაშია, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელიც გუშინ, დღეს და ხვალ იყრის თავს. რა მაქვს მხედველობაში: დავიწყოთ პირველი ტაიმიდან. არ ვიცი რატომ გადაწყვიტა ფლიკმა ერიკ გარსიას ცენტრში დაყენება, მაგრამ რაც ვნახეთ საკმარისია იმისთვის, რომ ერიკ გარსიას ადგილი ცენტრში არ არის. ვისაც არ გჯერათ, ნახეთ თავიდან თამაში და დაითვალეთ რამდენ არაზუსტ გადაცემას აკეთებს საჯარიმოსთან ახლოს. ერთიც კი საკმარისია იმისთვის, რომ გოლი მიიღო.
    კუნდეც სულ ამოვარდნილი იყო ფორმიდან.
    რას შეეხება ოლმოს: შარშან 5-6 თამაში ვნახე მისი რომლითაც ვისიამოვნე, დანარჩენი თამაშები დღემდე არის საშუალოზე დაბალი. 5 მეტრიდან კარში დარტყმაც რომ არ შეგიძლია შემტევს, რა უნდა იმას ძირითადში? შარშან წლის საუკეთესო შნაძენად შეფასდა, მაგრამ მე დღემდე ვერ დავინახე ის ავანსები, რაც მასზე გაიცა: ოლმო მთავარ გამთამაშებლად უნდა ყოფილიყო და რასაც დღეს ვხედავ ის ძირითადში დასაყენებელიც არ არის.
    ფერმინ ლოპეს: არც იფიქრო სადმე წასვლა.
    მთავარი ამოცანა მაინც დაცვის დარეგულირებაა. იმედია 2-3 თამაშშის შემდეგ ფლიკი განსაზღვრავს ძირითადის მცველებს.
    ტერ შრეგენ: ამ მარგალიტს ბლოკავდი? გული მიგრძნობს კარებში მესი გვყავს 😏

  • MESSI 2017
    01 სექ 2025, 04:46

    ალხ აიმას ვნტარობ არსენალმა არტეტას არ აახვევინოს და ფაბრეგასი არ წაიყვანოს თორე ფლიკი რო წავა მერე რა ვიზამთ არ ვიცი