მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “როცა გავიგე, თუ რა დაწერა რუნიმ Twitter-ში ჩემზე, ძალიან მესიამოვნა”

მესი: “როცა გავიგე, თუ რა დაწერა რუნიმ Twitter-ში ჩემზე, ძალიან მესიამოვნა”

“ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა უეინ რუნის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომელიც სწორედ მესის ეხებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “ბაიერის” მატჩის დასრულების შემდეგ (7:1), უეინ რუნიმ საკუთარ Twitter-ზე ლიონელ მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. ჩემპიონთა ლიგის ხსენებულ დაპირისპირებაში არგენტინელმა ვარსკვლავმა 5 გოლი გაიტანა და ამით ლიგის რეკორდი მოხსნა.

 

“როცა მითხრეს, თუ რა დაწერა რუნიმ თავის Twitter-ში, ძალიან მესიამოვნა. ყოველთვის სასიამოვნოა კონტაქტი და მოსაზრებების გაცვლა სხვა გუნდის ფეხბურთელებთან. მადლობას ვუხდი უეინს და ყველას, ვინც მე მხარს მიჭერენ.” – ციტირებს მესის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში