არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ Sport.es-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მთლიანად ეროვნულ გუნდზეა კონცენტრირებული, მაგრამ არ ივიწყებს “ბარსელონას” და ცდილობს კლუბში მიმდინარე სიახლეებს თვალყური ადევნოს.
მესიმ იცის, რომ კატალონიის “ბარსელონა” ყველაფერს აკეთებს ლონდონის “არსენალის” კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის შესაძენად. ამის შესახებ ლეომ შემდეგი განაცხადა: “ბრწყინვალე იქნებოდა კვლავ ფაბრეგასთან ერთად მოედანზე გასვლა. მე მას ისევე კარგად ვიცნობ, როგორც პიკეს. ჩვენ “ბარსას” ახალგაზრდულ გუნდებში ერთად ვთამაშობდით. მე ძალიან მინდა სესკი დაბრუნდეს, ისევე როგორც თავის დროზე პიკე დაბრუნდა”.
წყარო: Barca.ru
