მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტელიოს შესანიშნავი მაჩვენებლები

ტელიოს შესანიშნავი მაჩვენებლები

”საბადელის” ყოფილი თავდამსხმელი, კრისტიან ტელიო, რომელმაც ”ბაიერის” კარში დუბლი შეასრულა გოლს საშუალოდ ყოველ 66 წუთში იტანს. ეს მაჩვენებლები ლეო მესის შედეგსაც კი უსწრებს.

ტელიომ 6 გოლის გატანა 366 წუთში მოახერხა. ეს მან პრიმერას, თასის და ჩემპიონთა ლიგის 10 შეხვედრაში შეძლო. საბოლოო ჯილდო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, ლევერკუზენი ”ბაიერთან” შესრულებული დუბლი იყო, რომელიც მან 40 წუთში გაიფორმა.

ტელიომ სრულად ისარგებლა გვარდიოლას ნდობით და აჩვენა შესანიშნავი შედეგიანობა. ის გოლს ყოველ 66 წუთში იტანს, რაც ლეო მესიზე უკეთესი შედეგია, თუმცა არგენტინელს მოედანზე გაცილებით მეტი დრო – 3.291 წუთი აქვს გატარებული.

2-ჯერ ძირითადში, 8-ჯერ შეცვლაზე

მისი შედეგები უფრო შთამბეჭდავი იქნება, თუკი ვნახავთ, თუ როგორ მოხდა ეს. შეხვედრების უმეტესობაში ტელიო მოედანზე შეცვლაზე შევიდა. ძირითადში კრისტიანი მხოლოდ 2-ჯერ მოხვდა – ესაპნეთის სამეფო თასზე, ”ოსპიტალეტთან” და პრიმერას შეხვედრაში, ”რეალ სოსიედადთან”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში