მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სპორტინგს” გვარდიოლამ მოუგო (დაემატა პეპის სიტყვების ახსნა)

“სპორტინგს” გვარდიოლამ მოუგო (დაემატა პეპის სიტყვების ახსნა)

ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში, სადაც კატალონიის “ბარსელონა” “სპორტინგს” უწევდა წინააღმდეგობას, ხოსეპ გვარდიოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. ის მთელი მატჩის მანძილზე მაქსიმალურად იყო ჩართული და ენერგიას არ იშურებდა. სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ 10 კაცით დარჩენილმა “ბარსამ” ის შეხვედრა 3:1 მოიგო. 

 

ამ ვიდეოში კარგად ჩანს მისი რეაქციები და გადაწყვეტილებები. როდესაც კეიტამ გოლი გაიტანა, მან თავისთან იხმო ჩავი და სწრაფად უთხრა, რომ 4–3–2 ტაქტიკაზე გადაწყობილიყვნენ. შემდეგ ტელიო და სანჩესი “დაიჭირა” და მათაც მისცა დარიგებები. მოკლედ, დანარჩენი თავად ნახეთ ვიდეოში. 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=d03Z3rDDeK4] 

 

 

ძალიან ბევრს დააინტერესა, თუ რას ეუბნება ბოლოს გვარდიოლა სანჩესს. ზოგი ფიქრობს, რომ პეპმა ალექსისს შეაგინა, თუმცა ასე არაა! “concha de mi madre” არის ჩილეური გამოთქმა. ამ გამოთქმას ჩილეში მაშინ იყენებენ, როდესაც, მაგალითად საფულეს დაკარგავენ, ან თუნდაც ვერ გაიტანენ გოლს ხელსაყრელ მომენტში. ამ გამოთქმის ზუსტი თარგმანი არის “დედაშენი არის ძუკნა”. ისინი ამას იყენებენ ისე, როგორც მაგალითად ჩვენ ვიყენებთ გამოთქმას “ამის დედაც”. გვარდიოლა ამ გამოთქმით ცდილობს აჩვენოს სანჩესს, რომ ფეხბურთელი არაფერ შუაშია. იგი ხმარობს ამ გამოთქმას, როგორც “ყველაფერი ჩემი ბრალია, მე დავუშვი შეცდომა და მე დავკარგე ფეხბურთელი”. ამ გამოთქმის ხმარებისას პეპს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი და სურვილი ალექსისისთვის შეგინებისა. მან ამით შეცდომა აღიარა!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში