საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა, ერიკ კანტონამ “ბარსელონას” ხოტბა შეასხა, იტყობინება ესპანური პრესა.
კანტონამ ისაუბრა იმ სამუშაოზე, რომელიც ტარდება “ლურჯ-ბროწეულისფრების” ახალგაზრდულ აკადემიაში.
“სულისკვეთება, რომელიც ამოძრავებთ “ბარსას” ფეხბურთელებს, დამსახურებაა იმ მუშაობისა, რომელიც თავის დროზე დანერგა იოჰან კრუიფმა. ისინი 13 წლიდან იწყებენ ერთად თამაშს, გრძნობენ სიყვარულს თამაშისა და თავისი ფილოსოფიისადმი. მსოფლიო ჩემპიონატს კატალონიის ნაკრებიც მოიგებდა.” – განაცხადა კანტონამ.
კანტონამ, რომელიც “ნიუ-იორკ კოსმოსის” სპორტული დირექტორია, აღნიშნა, რომ ამერიკული გუნდი ცდილობს, თამაშით ოდნავ მაინც დაემსგავსოს “ბარსელონას”.
