ესპანეთის ნაკრების მცველმა, ჟერარ პიკემ გააკეთა კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა შვეიცარიის ნაკრებთან დათმეს მატჩი ანგარიშით 0:1.
“ჩვენ გვქონდა რამდენიმე ხელსაყრელი შანსი, თუმცა შვეიცარიელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. მათი დაცვა შესანიშნავი იყო. ესპანეთის ნაკრებმა ვერ გაუწია წინააღმდეგომა შვეიცარიის ნაკრების ნათამაშებ ფეხბურთს.” ციტირებს პიკეს სიტყვებს AP.
წყარო: soccer.ru
