მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესის მაისურზე 10 ნომერი აწერია, გერმანელებთან მატჩში მხოლოდ 5 გოლით შემოიფარგლა. 2 ბურთი პირველ ტაიმში შეაგდო და 3-იც მეორეში. მისმა ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა ის, რომ დამყარდა ახალი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე. მიუხედავად ასეთი შედეგისა, მესი მაინც თავმდაბლად რჩება: “მთავარი ისაა, რომ გავიმარჯვეთ. სწორედ ეს გვსურდა”.
• “უეფას” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ლიონელ მესი გახლავთ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ფლეი-ოფში 5 გოლის შეგდება მოახერხა ერთ თამაშში.
• ევროპული ტურნირების ისტორიაში ლიონელ მესი გახლავთ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 5 გოლის შეგდება მოახერხა ერთ თამაშში.
• ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს მესიმ სწორედ ერთი წლის წინ გაიტანა გოლი “კამპ ნოუზე”. (8 მარტი, “არსენალი”)
• “ბარსელონას” ისტორიაში მესი გახლავთ მეორე ფეხბურთელი, რომელმაც 5 გოლის შეგდება მოახერხა ევროპაში. ეს 1965 წლის 6 ოქტომბერს მოახერხა ზალდუამ.
• ამ ხუთი გოლის შემდეგ ლეო მეშვიდე საუკეთესო მეგოლეა საკლუბო ფეხბურთში. (საუკეთესო მაჩვენებელი 235 გოლი)
• მესი გახლავთ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 5 გოლი გაიტანა ერთ შეხვედრაში ესპანური გუნდის ფორმით.
• მესი არის მეთერთმეტე ფეხბურთელი, რომელმაც მოახერხა 5 გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში. (ბოლო ფეხბურთელი, ვინც ეს შეძლო გახლავთ ლერბი, რომელმაც “აიაქსის” ფორმით შეუგდო “ომონიას” 1979 წელს)
• მესის 49 გოლი მოუგროვდა ჩემპიონთა ლიგაში და ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად მეექვსე ადგილს იკავებს ტურნირის საუკეთესო გოლეადორებს შორის.
• 49 გატანილი გოლიდან “კამპ ნოუზე” 25 შეაგდო, გასვლაზე 22 და 2-იც ფინალებში.
• საერთაშორისო ტურნირებში მას 54 გოლი აქვს: ჩემპიონთა ლიგა – 49, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 4 და ევროპის სუპერ-თასი – 1.



