ლევერკუზენის “ბაიერის” მთავარმა მწვრთნელმა იცის, რომ საშინაო მატჩში 1:3 დამარცხების შემდეგ მისი გუნდი რთულ მდგომარეობაშია: “თუ ისე ვითამაშებთ, როგორც პირველი შეხვედრის მეორე ტაიმში, “ბარსას” რთული სამუშაო ელის.”
დუტი არ გეგმავს რომელიმე ფეხბურთელის დასვენებას, რადგან “ეს არის შანსი, რომ გამოვცადოთ ჩვენი თავი და ვითამაშოთ საუკეთესოს წინააღმდეგ.” თავდამსმელმა კისლინგმა კი განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს “კამპ ნოუზე”, მათ სამშობლოში დაბრუნება სურთ იმ მოსაზრების ფონზე, რომ კარგად ითამაშეს.
რობინ დუტი ბარსელონაში ჩავიდა იმ მიზნით, რომ “მივიღოთ კარგი შედეგი… მივიღოთ აღიარება და კარგი გამოხმაურება.” ლევერკუზენის “ბაიერის” მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ “კამპ ნოუზე” მათ “დასაკარგი არაფერი, ხოლო მოსაგები ბევრი აქვთ“. 1:3 მარცხი მის გუნდს საკმაო მანძილით აშორებს წარმატებამდე, თუმცა გრძნობს, რომ მათ ბევრი რამ ისწავლეს გერმანიაში ორი კვირის წინ გამართული მატჩიდან. “თუ ისე ვითამაშებთ, როგორც პირველი მატჩის პირველ ნახევარში, წარმატებას ვერ მივაღწევთ, მაგრამ თუ ისე ვითამაშებთ, როგორც მეორე ტაიმში, როცა დიდი ზეწოლა მოვახდინეთ, “ბარსას” რთული სამუშაო ექნება.” მან დაამატა, რომ გუნდმა უნდა ეცადოს, არ დაკარგოს ბურთი ადვილად. “ჩვენ უნდა ვსდიოთ ბურთს, ვიბრძოლოთ მისთვის, წავიდეთ წინ და გამოვიყენოთ შანსი, რომელიც მოგვეცემა.”
“ბაიერის” თავდამსხმელი, შტეფან კისლინგი ასევე ესაუბრა პრესის წარმომადგენლებს. “კარგად თამაში გვინდა და ვნახოთ, რა მოხდება 90 წუთში.” მან აღნიშნა, რომ “კამპ ნოუზე” გერმანელებს 4,000 გულშემატკივარი ეყოლებათ. “ჩვენ უნდა ვითამაშოთ კარგად ჩვენთვის და მათთვის… სიხარული და აღფრთოვანება თამაშით ისეთ სტადიონზე, როგორიც “ბარსელონას” აქვს, არის უდიდესი.”
