გუნდმა დღეს დილით ოთხშაბათს, ლევერკუზენის ”ბაიერთან” გასამართი შეხვედრსითვის მზადება დაიწყო. ლეო მესი ვარჯიშს დაუბრუნდა, სესიაზე ”ბარსა ბ”-ს 2 ფეხბურთელი იმყოფებოდა.
1 დღიანი დასვენების შემდეგ გუნდი დღეს ”სიუტატ ესპორტივას” პირველ სავარჯიშო მოედანზე ვარჯიშობდა. გუნდი კონცენტრირებული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე, რომელიც ოთხშაბათს, ”ნოუ კამპზე” გაიმართება.
ლეო მესის პეპ გვარდიოლამ გასულ კვირას მცირე არდადეგები მოუწყო. ის დისკავლიფიკაციის გამო ტოვებდა ”სპორტინგთან” შეხვედრას, ამის გამო პეპმა ის ვარჯიშებიდან გაათავისუფლა. არგენტინელი დღეს ვარჯიშზე იმყოფებოდა პირველი გუნდის წევრებთან ერთად. სესიაზე იმყოფებოდნენ კრისტიან ტელიო და მარკ მუნიესა. გუნდი მზადებას ჩემპიონთა ლიგის ბურთებით გადიოდა.
ალექსისი განცალკევებით
ალექსის სანჩესი, რომელიც ”სპორტინგთან” შეხვედრაში დაშავდა აღდგენით ვარჯიშებს მოედანზე ასრულებდა. სხვა ტრავმირებულები – აბიდალი, ტიაგო, აფელაი და ვილია დარბაზში ვარჯიშობდნენ.


