შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველმა, ჟელსონ ფერნანდესმა, რომელმაც მოახერხა ერთადერთი გოლის გატანა ესპანელების კარში, აღფრთოვანებას ვერ მალავდა მატჩის შემდეგ.
“კიდევ არ მჯერა, რომ ჩვენი ოცნება სინამდვილედ იქცა. მე მიხარია ასეთ გუნდში რომ ვთამაშობ და ასეთი ქვეყნის შვილი რომ ვარ. მართალია, ჩვენ მოვიგეთ ძალიან საჭირო მატჩი, თუმცა წინასწარ ლაპარაკი და სიხარული არ ღირს, რადგან წინ კიდევ ორი მატჩი გველის.” ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს AFP.
წყარო: sports.ru
