გუშინ ევროპაში მთელი რიგი სანაკრებო შეხვედრები გაიმართა. დღეს კი ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ, თუმცა ერიკ აბიდალი და ტიაგო ალკანტარა სანაკრებო მატჩების შემდეგ ტრავმირებულები არიან.
ფრანგი მცველი კუნთში დისკომფორტს განიცდის გერმანიასთან გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, სადაც მან 90 წუთი გაატარა მოედანზე. ხუთშაბათს დაზუსტდა, რომ ერიკს ფახი აქვს დაჭიმული, რის გამოც ის 10 დღეს იუქმებს.
ამგავარად ერიკ აბიდალი მინიმუმ ორ შეხვედრას გამოტოვებს, პრიმერაში ”ხიხონის” და ჩემპიონთა ლიგაში ლევერკუზენი ”ბაიერის” წინააღმდეგ.
ტიაგოს თავის მხრივ დისკომფორტი აწუხებს ფეხში. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული და მისი დაბრუნება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება აღდგენითი პროცესი.
ასევე აღსანიშნია ისიც, რომ ხიხონის ”სპორტინგის” წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ სერხიო ბუსკეტსი და ლეო მესი.



