workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გეოგრაფის დღიური – პორტ-ელიზაბეტი, “ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმი”

გეოგრაფის დღიური – პორტ-ელიზაბეტი, “ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმი”

პორტ-ელიზაბეტი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია სამხრეთ აფრიკაში, რომელიც ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში ინდოეთის ოკეანის სანაპიროზეა გაშენებული. ქალაქი ქვეყანაში გამოირჩევა თბილი ხალხით და ძალიან ქარიანი ამინდებით, რის გამოც ხშირად სამხრეთ აფრიკელები მას “მეგობრულ ქალაქს” და “ქარების ქალაქს” უწოდებენ.
პორტ-ელიზაბეტი უმნიშვნელოვანესი საზღვაო პორტია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ქალაქი ამ ადგილზე დაარსდა 1820 წელს და მოსახლეობას ბრიტანელი ემიგრანტები შეადგენდნენ.

გეოგრაფის დღიური - პორტ-ელიზაბეტი, "ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმი"

დღეს ქალაქი ცნობილია, როგორც სამხრეთ აფრიკული მანქანათმშენებლობის ცენტრი, პორტ-ელიზაბეტში არის “ჯენერალ მოტორსის”, “ფორდის” და “ფოლკსვაგენის” ქარხნები, რომლებიც უდიდესია აფრიკის კონტინენტზე.

პორტ-ელიზაბეტში დაიბადა დღეისათვის ყველაზე ცნობილი სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი სტივენ პიენაარი, რომელიც ამჟამად ლივერპულის “ევერტონის” ღირსებას იცავს.

ქალაქში რამდენიმე კილომეტრის მანძილზე შეჭრილია ნელსონ მანდელას ყურე.

“ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმი”

“ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმი” არის ულამაზესი სტადიონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ პორტ-ელიზაბეტში. ის სპეციალურად სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აიგო, სტადიონის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა. მისი სახელწოდება მომდინარეობს მისი მდებარობიდან, სტადიონი აშენებულია ნელსონ მანდელას ყურესთან ახლოს და მას ამის გამო “ნელსონ მანდელას ყურე უწოდეს”.
“ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმის” აგება დაახლოებით 280 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა და ის 48 ათას ადგილიანია. სტადიონზე იმართება როგორც საფეხბურთო აგრეთვე სარაგბო მატჩები.

მისამართი: პრინცი ალფრედის გზა, 70
ქალაქი: პორტ-ელიზაბეტი
ვებსაიტი: http://www.nelsonmandelabay.gov.za
ტევადობა: 48 000

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში