პეპ გვარდიოლა კიდევ ერთი რეკორდის ზღვარზეა. მას სულ რაღაც, ერთი თამაშის მოგება აშორებს ”ლა ლიგაში” რეკორდთან. ეს კი ”ხიხონთან” არის შესაძლებელი.
104 გამარჯვება ”ლა ლიგაში”
გვარდიოლა ამჟამად მესამე ადგილს იკავებს. მან მოახერხა და ”ლა ლიგაში” 104 მატჩი მოიგო 138 თამაშიდან. მიშელის რეკორდი გახლავთ – 105 მატჩის მოგება ”ლა ლიგაში”. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოლანდიელმა ”ბარსას” 204 მატჩი მოაგებინა. 70 მატჩით მეტი ვიდრე გვარდიოლამ.
ფრანკ რაიკაარდი – 112 მოგებული მატჩით. ხოლო პირველ ადგილს იოჰან კრუიფი იკავებს – 184 მოგებული მატჩით.
ერთი გოლი რაიკაარდამდე
გვარდიოლას დროს, 138 ჩატარებული მატჩიდან ”ბარსა” 10 შეხვედრაში დამარცხდა. მისმა გუნდმა შესძლო 368 გოლის გატანა. გვარდიოლას ”ბარსას” ერთი გოლი აშორებს, ფრან რაიკაარდის დროინდელ ”ბარსაზე”. რაიკაარდის დროს ”ბარსამ” შესძლო ჩემპიონატში 369 გოლის გატანა (2003-08 წლის სეზონში).
ვინ მოახერხებს ჰოლანდიელის რეკორდის გაუმჯობესებას? ვინ გაიტანს გოლს ?



