მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანჩისი: “გუარდიოლა პრესას ერთს ეუბნება, ხოლო თავის ფეხბურთელებს მეორეს”

სანჩისი: “გუარდიოლა პრესას ერთს ეუბნება, ხოლო თავის ფეხბურთელებს მეორეს”

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ყოფილ მცველს მანოლო სანჩისს არ სჯერა, რომ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფარ-ხმალი დაყარა.

 

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები მადრიდულ კლუბს 10 ქულით ჩამორჩებიან. “ლურჯ-ბროწეულისფრების” მთვარმა მწვრთნელმა ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თავისი გუნდი მიმდინარე წელს ქვეყნის ჩემპიონობას ვერ მოიგებს.

 

“გუარდიოლა ასე იმიტომ საუბრობს, რომ შეამზადოს გულშემატკივრები მოვლენების განვითარებისთვის, თუმცა გარწმუნებთ, რომ გასახდელში ის თავის შეგირდებს აბსოლუტურად სხვა რამეს ეუბნება.” – განაცხადა სანჩისმა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში