– ლეო მესიმ ”ბარსელონას” რიგებში მეხუთედ შეძლო გოლის გატანა საჯარიმო დარტყმის შემდეგ. აღსანიშნია ისიც, რომ არგენტინელმა ”ბარსელონას” რიგებში მეორე ჯარიმა ”ატლეტიკოს” გაუტანა, ისიც მსაჯის სასტვენამდე. ეს 2008 წელს, ”ნოუ კამპზე” მოხდა.
– ”ატლეტიკოს” კარში გატანილი გოლის შემდეგ ლეო მესი გაუთანაბრდასესარს. ამ ორ ფეხბურთელს ყველაზე მეტჯერ ჰყვას ”ატლეტიკო” დამწუხრებული. მათ ანგარიშზე 15-15 გოლია.
– ლეო მესიზე (4) და სესკ ფაბრეგასზე (4) შეხვედრაში ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ.
– ვიქტორ ვალდესი მატჩის გმირი გახდა. მან მოახერხა და 8 დარტმული მოიგერია.
– ჩავი, ინიესტა, სესკი და ბუსკეტსი კვლავ ერთად გამოჩდნენ მოედანზე, რაც 8 იანვრის შემდეგ არ მომხდარა, როცა ”ბარსა” ეთამაშებოდა ”ესპანიოლს”. ჩავი საუკეთესო იყო გადაცემებში. მისი გაკეთებული 110 გადაცემიდან ადრესატამდე 99 მივიდა.
– ანდრეს ინიესტა პრიმერა დივიზიონში უკვე 47 მატჩია დაუმარცხებელია და სრულ რეკორდამდე 3 შეხვედრა აშორებს.
– ბურთი კვლავ ”ბარსას” სრულ კონტროლში იყო. პეპ გვარდიოლას გუნდს ბურთის ფლობა 74% ჰქონდა. პირველ ტაიმში ეს მაჩვენებელი 80%-ზეც ავიდა.
– კარლეს პუიოლი 12 ართმევით საუკეთესო იყო ”ატლეტიკოელ” ტიაგოსთან ერთად. მასკერანო (10) და აბიდალი (10) გამორჩეულები იყვნენ ამ მაჩვენებელში.



