მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ატლეტიკო”-“ბარსელონა”. მატჩის საუკეთესო მოთამაშე

“ატლეტიკო”-“ბარსელონა”. მატჩის საუკეთესო მოთამაშე

გუშინ კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” ეწვია და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. მატჩში ანგარიში კატალონიელებმა გახსნეს. მესის, სესკისა და ალვეშის კომბინაციას ამ უკანასკნელის გოლი მოჰყვა. პირველი ტაიმი ასეთივე შედეგით დასრულდა.

 

მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლებმა, კერძოდ კი ფალკაომ ანგარიშის გათანაბრება კუთხურიდან ჩაწოდებული პასის შემდეგ მოახერხა. შეხვედრის 80-ე წუთზე კი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმა შეასრულა ლიონელ მესიმ და შედეგად “ბარსელონა” დააწინაურა. შეგახსენებთ, რომ მესიმ პირველ ტაიმშიც შესძლო გოლის გატანა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ანგარიში გახსნილი, თუმცა მთავრმა არბიტრმა ხელით თამაში დააფიქსირა, გოლი გააუქმა და არგენტინელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში