მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თასის ფინალი სავარაუდოდ ”ვისენტე კალდერონზე” ჩატარდება

თასის ფინალი სავარაუდოდ ”ვისენტე კალდერონზე” ჩატარდება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ჯერ კიდევ ფიქრობს, თუ სად უნდა ჩატარდეს სამეფო თასის ფინალი ”ბარსელონასა” და ბილბაოს ”ატლეტიკს” შორის.

როგორც ესპანური პრესა ავრცელებს თამაში სავარაუდოდ ”ვისენტე კალდერონის” სტადიონზე უნდა გაიმართოს, რომელიც მადრიდის ”ატლეტიკოს” საშიანო არენაა.

შეგახსენებთ, რომ ორივე კლუბს ფინალის გამართვა მადრიდის ”რეალის” სტადიონზე, ”სანტიაგო ბერნბეუზე” სურდა. თუმცა სამეფო კლუბმა ფინალის ჩატარებაზე უარი განაცხადა, მიზეზი კი ამ დროს სტადიონზე სარემონტო სამუშაოები იყო. ესპანეთში კი ”რეალის” პოზიციას სხვაგვარად აღიქვამენ: პრესის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ”რეალის” ხელმძღვანელებს არ სურთ იმის დაშვება, რომ მათ სტადიონზე გამარჯვების შემთხვევაში უძინარმა მტერმა, ”ბარსელონამ” იზეიმოს ჩემპიონობა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში