კარლეს პუიოლმა დღეს განცხადება გააკეთა ნაკრებში მის თანაგუნდელ, სერხიო რამოსთან დაკავშირებით. კარლესის განცხადებით ის გაშლილი ხელებით შეეგებება “კამპ ნოუზე” სერხიო რამოსს. კატალონიელი “ტარზანის” აზრით რამოსი იდეალური ვარიანტი იქნება “ბარსელონასთვის” და ის ძალიან კარგად ააწყობს თამაშს მასთან და სხვა “ბარსელონას” ფეხბურთელებთან.
“ეს იქნება ძალიან უპროგნოზო და დაულაგებელი ოპერაცია და “რეალი” ძალიან შეცდება თუ გაყიდის სერხიო რამოსს, რადგან ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მე კი დიდი სურვილი მაქვს ის “ბარსელონას” მაისურში გამოწყობილი ვიხილო. ის დიდებული მცველია.”
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი 1986 წლის 30 მარტს სევილიაში დიბადა და ის საფეხბურთო კლუბ “სევილიას” აღზრდილია. 1996 წლიდან 2005 წლამდე ის “სევლიას” ღირსებას იცავდა, ხოლო 2005 წლიდან მადრიდის “რეალის” უცვლელი წევრია.


