ჩილელი ინტერვიუში ამბობს, რომ იგი ”ბარსაში” თავს ძალიან კარგად გრძნობს. სანჩესი დარწმუნებულია, რომ საუკეთესო წუთები ჯერ კიდევ წინ არის.
– როგორ ცხოვრობ ”ბარსელონაში”? გაიარე უკვე ადაპტაცია?
აქ ზღვა არის, რაც მე ძალიან მიყვარს. ქალაქი ძალიან მომწონს, ულამაზესია. მე ამ ქალაქს ადრეც, 2007 წელსაც ვესტუმრე და ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი.
– გახსოვს, როგორ დაიწყო ”ბარსასთან” მოლაპარაკებები?
კი ძალიან კარგად. ეს, რომ ჩემმა აგენტმა მითხრა, ძალიან გამიხარდა. მე სიჩუმე ვამჯობინე, სანამ ყველაფერი არ გადაწყდა ბოლომდე. არ მინდოდა წინასწარ რამის თქმა.
– ”ლა ლიგას” ბევრი გამოჩენილი ჩილელი ფეხბურთელი ახსოვს: კარლოს კაზელი,ზამორანო და პატრიციო ენეზი. თქვენ შემდეგი ხართ ?
ჩემი კარიერა ჯერ ამ წელს დაიწყო აქ. მე შევეცდებ ბევრი ვისწავლო ფეხბურთში.
– რა გასხვავება თქვენი აზრით ”სერია ა-სა” და ”ლა ლიგას” შორის?
იტალიაში ყველა დაცვითი სტილის ფეხბურთს თამაშობს. აქ მე კი ყველაფერი სხვაგვარად დამხვდა. გუნდი სამი მცველით თამაშობდა. ეს იქ წარმოუდგენელი იყო. ესპანეთში საოცრად ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.
– რას გვეტყვით შემდეგ მატჩზე?
”ატლეტიკო” ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ამასთანავე ისინი ძალიან ტექნიკურები არიან. მოსაგებად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.
– სხვაობა 10 ქულაა. როგორ ფიქრობთ დაიბრუნებს ”ბარსა” პირველ ადგილს ”ლა ლიგაში”?
ცხოვრებაში არაფერი არ არის დაკარგული. ჩვენ ბოლო მომენტამდე ვიბრძოლებთ, როგორც ჩვევია ეს ”ბარსას”.
– რომელი იყო თქვენთვის საუკეთესო მატჩი?
ჩემთვის ყველა თამაში რაღაცით დასამახსოვრებელია. ესე გამორჩეულად არცერთი მახსენდება. მე კიდევდაკიდევ უნდა მოვუმატო თამაშის ხარისხს.
– ”ბარსა” რომელ ფეხბურთელს გამოარჩევ?
ტელიოს. ის საოცარი ნიჭის პატრონია. მე მომწონს მისი თამაშის სტილი.
ვიდეო
[media=http://www.youtube.com/watch?v=6QocwbQNxZA]



