მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი – “ატლეტიკოს” კოშმარი

მესი – “ატლეტიკოს” კოშმარი

მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩატარებულ 13 მატჩში ლიონელ მესიმ 17 გოლის გატანა მოახერხა. აქედან ბოლო ორ შეხვედრაში მან ჰეთ-თრიკის შესრულება შესძლო.

 

კვირას ლიონელ მესი თავის საყვარელი მსხვერპლის პირისპირ წარსდგება. 13 მატჩში გატანილი 17 გოლის წყალობით ლეო მადრიდის “ატლეტიკოს” ღამის მოჩვენებად იქცა.

 

14 ლიგაში, 3 თასში

ჯერ-ჯერობით მადრიდის “ატლეტიკო” არის ის გუნდი, რომლის კარში მესის ყველაზე ბევრი გოლი აქვს გატანილი – 17. მას მოჰყვებიან “სევილია” და მადრიდის “რეალი” 13-13 გოლით. “ატლეტიკოს” 14 გოლი ლეომ ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებში გაუტანა, ხოლო 4 თასის მატჩებში.

 

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩებში დაფიქსირებული ბოლო პრეცედენტები. ბოლო ორ შეხვედრაში, რომლებიც სხვათაშორის “კამპ ნოუზე” გაიმართა, მესიმ “ჰეთ-თრიკები” შეასრულა. ლეოს სამი გოლი “ვისენტე კალდერონზეც” აქვს გატანილი. ეს მოხდა 2009 წლის 6 იანვარს, თასის 1/16 ფინალში. კვირას მას კიდევ მიეცემა მაჩვენებლების გაუმჯობესების შესაძლებლობა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში