მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ”ატლეტიკოზე”: ”სიმეონე ნამდვილი მოტივატორია”

ჩავი ”ატლეტიკოზე”: ”სიმეონე ნამდვილი მოტივატორია”

ნახევარმცველმა თავისი აზრი გაგვიზიარე ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მეტოქის შესახებ და აღნიშნა ის ფაქტი, რომ ”ბარსას” გულშემატკივრებს იმედი აქვთ პრიმერას ზედიზედ მეოთხედ მოგების.

ყოველთვის თავშეკავებულმა და კარგად ინფორმირებულმა ჩავი ერნანდესმა ”ატლეტიკოს” ყველა უპირატესობა აღნიშნა, რომელიც ”ბარსას” მომდევნო მეტოქე იქნება ესპანეთის ჩემპიონატში: ”ატლეტიკო” ახლა გაცილებით უკეთ თამაშობს. ეს ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან ისინი თავს კარგად იცავენ, კარგად თამაშობენ პრესინგს, მთელი გუნდი მუშაობს როგორც ერთი. ამას გარდა მათი თავდამსხმელები ძლიერები გახდნენ. სიმეონე ნამდვილი მოტოვატორია” – განაცხადა ჩავიმ ახალი ბუცების პრეზენტაციის დროს.

საშინელი თვეები

ისევე როგორც წინა ინტერვიუებში გუნდის ლიდერმა გუნდს სრული ნდობა გამოუცხადა მიუხედავად იმისა, თუ რა რთულ სიტუაციაშია იგი პრიმერაში: ”ჩვენ ძალიან მშვიდები ვართ და ვიცით, რომ ქულების დაკარგვის შანსი აღარ გვაქვს. ჩვენ ყველა შეხვედრა ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც უკანასკნელი, თუკი მეტოქეზე გავლენის მოხდენა გვსურს” – განაცხადა ჩავიმ. ის ძალიან თავდაჯერებულია: ”ჩვენ ოპტიმისტები უნდა ვიყოთ და ვიფიქროთ, რომ ლიდერი დაკარგავს ქულებს. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვწევს შეჯიბრის უნარი სამივე ტურნირზე. ჩვენ წინ 2 თუ 3 საშინელი თვე გველის, სადაც 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ”.

კარგი ფიზიკური მდგომარეობა

ჩავი თვლის, რომ ”ვალენსიას” დამარცხება გუნდისთვის კარგი იქნება: ”მეორე დღესვე ჩვენ ბრძოლის ხასიათზე მოვედით. ტრავმა უკვე აღა მაწუხებს და მზად ვარ კვირას მოედანზე გავიდე, თუკი მისტერი ამას საჭიროდ გადაწყვეტს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში