მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო არმანდო მარადონამ კომენტარი გააკეთა “რეალის” უპირატესობაზე ლა ლიგაში, ისაუბრა “ბარსელონაზე”, მადრიდული და კატალონიური კლუბების მთავარ მწვრთნელებზე და ვიქტორ ვალდესზე.
მარადონა მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში “რეალი” არ დათმობს უპირატესობას და ის აუცილებლად აიღებს ქვეყნის ჩემპიონის თასს. მოურინიოზე საუბრისას დიეგომა ასეთი კომენტარი გააკეთა: “დიდ პატივს ვცემ მოურინიოს როგორც მწვრთნელს, პიროვნებასა და ფსიქოლოგს. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მოურინიოს შეუძლია, მონეტა ვარდად გადააქციოს, სწორედ ამიტომ მომწონს ის მე. ნამდვილად არ ვარ მასზე შეყვარებული, მაგრამ ის განსაკუთრებული ადამიანია.”
მარადონამ პეპ გუარდიოლაზეც ისაუბრა: “გუარდიოლა არაჩვეულებრივი ადამიანია. მე მას ძალიან დიდ ხანია, რაც ვიცნობ. შესაძლოა, იგი ვერ იმსახურებს სათანადო ყურადღებას იმიტომ, რომ მის გუნდში შეკრებილები არიან ბრწყინვალე ფეხბურთელები. მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. მას წინ არაჩვეულებრივი კარიერა ელის.”
“ბარსელონას” ფეხბურთელებზე საუბრისას დიეგომ ვიქტორ ვალდესი გამოჰყო, ოღონდ ცუდ კონტექსტში. არგენტინელის აზრით ვიქტორი ცუდი მეკარეა. “დიახ, სიმართლეა, რომ ვალდესი ცუდი მეკარეა, თუმცა კატალონიურ გუნდს ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომ მათ ფონზე ვიქტორის სისუსტეები არ ჩანს.”
