“ბარსელონა ბ”-ს ყოფილმა, ამჟამად კი იტალიური “რომას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავისი სურვილი გამოხატა პეპ გუარდიოლას “ბარსელონაში” დარჩენასთან დაკავშირებით.
ლუის ენრიკემ აღნიშნა: “გუარდიოლას მომავალი? როგორც მის მეგობარს და “ბარსელონას” გულშემატკივარს მსურს, რომ მან კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია და მას “ლურჯ-ბროწეულისფერი” სული აქვს. ჯერ-ჯერობით იგი ვერ ჩამოყალიბდა თავის მომავალთან დაკავშირებით, რაც გულწრფელად აღიარა. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ვისურვებდი, რომ იგი “ბარსელონაში” მომავალ სეზონშიც მეხილა.”



