”ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ უარყო ის, რომ პეპ გვარდიოლასთან უთანხმოება ჰქონდა. ესპანელი ჯურნალისტების თქმით დაძაბულობა ფეხბურთელის ლევერკუზენის ”ბაიერთან” მატჩში არ თამაშმა გამოიწვია.
”მან შანსი მომცა ვიყო დიდებული გუნდის ნაწილი და ამისთვის მისი მადლობელი ვიქნები მუდამ. მე არასდროს განვიხილავ მის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ”ბაიერთან” ჩემს არ თამაშს, ეს სამუშაო მომენტია და ფეხბურთელებმა მწვრთნელის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა დააკმაყოფილონ. პეპთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ჩვენ სათქმელს ერთმანეთს ყოველთვის ვეუბნებით. გვარდიოლა გასახდელში გადამწყვეტი ფიგურაა და ყველას სურს, რომ ის დარჩეს. ეს გადაწყვეტილება კი მან უნდა მიიღოს” – განაცხადა პიკემ ჟურნალისტებთან საუბარში.
საუბრის დასარულს პიკეს შაკირასთან ურთიერთობაზეც შეეკითხნენ: ”შაკირა ჩემს პროფესიულ კარიერაზე არ მოქმედებს. გასულ სეზონში ჩვენ ვხვდებოდით, მაგრამ ამით ჩემს თამაშს არაფერი დაკლებია. ”ბარსელონამ” კი სეზონის ბოლოს პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო”.


