პეპ გვარდიოლას პრიმერას მომდოვნო ტურის შეხვედრაში, ”ვალენსიასთან” მატჩში ”ნოუ კამპზე” დანი ალვესის და ხავიერ მასკერანოს შეცვლა მოუწევს, რომლებიც დისკვალიფიცირებულები არიან. მწვრთნელს მოუწევს სარეზერვო გუნდიდან ფეხბურთელების გამოძახება ან პირველი გუნდის ფეხბურთელების პოზიციური გადაადგილება, რათა მარჯვენა და ცენტრალური მცველის პოზიციები შეავსოს.
მარჯვენა მცველი
პეპ გვარდიოლას ეპოქაში კარლეს პუიოლი უფრო იშვიათად გვევლინება მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მასკერანოს არყოფნის გამო მწვრთნელს კარლესის ცენრტში დატოვება და ფლანგზე ადრიანო კორეიას გამწესება მოუწევს, თუმცა ბრაზილიელი მიკრო ტრავმას მკურნალობს. მაშინ არის მესამე ვარიანტი, პეპს მარტინ მონტოიას გამოძახება შეუძლია. ახალგაზრდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და ეუსებიოს გუნდის ძირითადის მოთამაშეა. მან წელს ითამაშა პირველი გუნდის შემადგენლობაში და გოლის გატანაც შეძლო.
ორი ცენტრალური მცველი
”ვალენსიასთან” მატჩში პეპ გვარდიოლას გამოკვეთილი 2 ცენტრალური მცველი, კარლეს პუიოლი და ხერარდ პიკე ეყოლება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი ძირითადში არ იქნება მწვრთნელს სარეზერვო გუნდიდან ბარტრას და მუნიესას გამოძახება მოუწევს. მწვრთნელს ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე ერიკ აბიდალის და სერხიო ბუსკეტსის დაყენება შეუძლია.
მარცხენა მცველი
როგორც ამჟამად მოსჩანს მარხენა მცველის პოზიციაზე ერიკ აბიდალი იქნება. თუკი პეპი მის ცენტრალურ მცველად დაყენებას შეეცდება მარცხნივ ადრიანო ან მუნიესა ითამაშებს.
ტაქტიკური ცვლილება
პრიმერას პირველ შეხვედრაში, ”ვილიარეალთან” პეპმა გასაოცარი ტაქტიკით ითამაშა. დაცვის გაკონტროლება აბიდალს და მასკერანოს ჰქონდათ ჩაბარებული. მწვრთნელმა 3-4-3 ტაქტიკით ითამაშა და სერხი ბუკსტესი იწევდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ასევე საინტერესოა ისიც, რომ პრიმერას მატჩში ”ვალენსიასთან” პეპმა გუნდი 3-4-3 ტაქტიკით ათამაშა.



