მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამდენად სერიოზულია ჩავის ტრავმა?

რამდენად სერიოზულია ჩავის ტრავმა?

რადგან ”ბარსელონას” ოფიციალური საიტი არანაირ ცნობას არ ავრცელებს ჩავის გამოჯანმრთელების თარიღთან დაკავშირებით ესპანელმა ჟურნალისტებმა საკუთარი ვერსია შეადგინეს.

ბოლო დროს ჩავის ტრავმის შესახებ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ცნობა გავრცელდა. ”sport.es”-ის ინფორმაციით ჩავი ამ ტრავმას არასერიოზულად მიიჩნევს და ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი საკუთარ დაბრუნებასთან დაკავშირებით. ფეხბურთელი აღიარებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან გადატვირთული გრაფიკი იყო და ის მანამ თამაშობდა, სანამ ტკივილი აუტანელი გახდა. საიტის ცნობით ფეხბურთელს უკვე კვირას, ”ველნსიასთან” მატჩში შეუძლია თამაში, თუმცა მოვლენების დაჩქარება არ სურს. ”ბარსელონას” ოფიციალური საიტი ფეხბურთელის დაბრუნების თარიღს არ ავრცელებს, ამიტომაც მისი ”ვალენსიასთან” თამაში მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეორე ასევე ძალიან ცნობილი საიტის, ”revistadonbalon.com”-ის ცნობით ჩავის კუნთში ტკივილი არ უნელდება და მისი თამაში კვირას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ნაკრები?

დიდი შანსია, რომ ჩავი გამოტოვებს ესპანეთის ნაკრების ამხანაგურ მატჩს ვენესუელასთან, რომელიც 29 თებერვალს გაიმართება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე შეხვედრის საბოლოო განაცხადს 24 თებერვალს გამოაცხადებს. გამორიცხული არ არის, რომ ჩავის დამატებითი დასვენების საშუელება ექნება იმისთვის, რომ სერიოზული ტრავმა აიცილოს თავიდან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში