”ბარსელონას” სრული დელეგაცია დღეს, 13 საათზე ”ეს პრატის” აეროპორტში ჩაფრინდა. გუნდი ხუთშაბათამდე დაისვენებს, რის შემდეგაც ”ვალენსიასთან” გასამართი შეხვედრისთვის დაიწყებს მზადებას.
”ბარსელონას” პირველი გუნდი ბარსელონაშია. კატალონიური კლუბის დელეგაცია კიოლნიდან 2 საათიანი ფრენის შემდეგ ”ეს პრატის” აეროპორში 13 საათზე დაეშვა. გუნდმა გუშინ ლევერკუზენის ”ბაიერის” წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება (1:3) მოიპოვა განმეორებითი მატჩის წინ.
ვარჯიში ხუთშაბათს და ვალდესის პრეს-კონფერენცია
”ნოუ კამპზე” სადილის შემდეგ ფეხბურთელები ხუთშაბათამდე დაისვენებენ. ამ დღეს გუნდი განაახლებს ”ვალენსიასთან” გასამართი მატჩისთვის მზადებას. სავარჯიშო სესია დილის 11 საათზე გაიმართება. გუნდი 3 ვარჯიშს გამართავს ამ შეხვედრის წინ. ხვალინდელი სესიის შემდეგ ვიქტორ ვალდესი პრეს-კონფერენციას გამართავს. პარასკევს ფეხბურთელები კვლავ დაისვენებენ. დარჩენილი ორი სავარჯიშო სესია შაბათს და კვირას გაიმართება.
