მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ერთი წელია დაუმარცხებელია ევროპაში

“ბარსელონა” ერთი წელია დაუმარცხებელია ევროპაში

კატალონიის “ბარსელონამ” ბოლო 2011 წლის 16 თებერვალს განიცადა მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე. “ემირეითებზე” “არსენალმა” 2:1 მოუგო კატალონიურ გრანდს. მას შემდეგ არცერთი შეხვედრა არ წაუგიათ კატალონიელებს და ის სეზონი ტრიუმფითაც დაასრულეს (“უემბლის” ფინალი). აღსანიშნავია, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ჯგუფური ეტაპიც მარცხის გარეშე გადალახეს და ზედიზედ 13 მატჩში გამოვიდნენ დაუმარცხებელნი.

 

“ემირეითსიდან” “უემბლიმდე”

 

მას შემდეგ, რაც “ბარსა” 1:2 დამარცხდა “არსნელთან”, შესანიშნავი “ქამბექი” გამოუვიდა საკუთარ არენაზე და 3:1 დაამარცხა მეტოქე. 1/4 ფინალში დონეცკის “შახტარს” სახლში 5:1 მოუგო, ხოლო გასვლაზე 0:1. 1/2 ფინალში მადრიდის “რეალს” 0:2 მოუგო გასვლაზე, ხოლო 1:1 ეთამაშა “კამპ ნოუზე”. ფინალი კი გაიმართა ინგლისში, “უემბლიზე”. “ბარსელონას” მსხვერპლი ამჯერად “მანჩესტერ იუნაიტედი” აღმოჩნდა. კატალონიელებმა ინგლისელები 3:1 დაამარცხეს.

 

6 გამარჯვება გასვლით მატჩებში  

 

გუნდმა შესანიშნავი ასპარეზობა დაიწყო წელს ჩემპიონთა ლიგაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა საკუთარი მოედანზე 2:2 ითამაშეს, დარჩენილი 5 მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულეს. “ლევერკუზენთან” გამარჯვების შემდეგ კი დააგროვეს ზედიზედ 6 მოგება გასვლაზე. ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში