მადრიდის “რეალის” და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ მას არ ეშინია მერვედფინალში მოსალოდნელ მატჩზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.
“პორტუგალიას სჭირდება ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება. თუ ეს მოხდა და მერვედფინალში მოგვიწია ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში, ამაში საშიში არაფერია. რატომ უნდა გვეშინოდეს მათი? დიახ, ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები არიან, თუმცა ჩემს ქვეყანას არავისი ეშინია და ყოველთვის ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.” ციტირებს რონალდუს სიტყვებს ფიფას ოფიციალური საიტი.
წყარო: sports.ru
