მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრეიშა: “ფინალის გამართვა “ბერნაბეუზე” პატივი უნდა იყოს მათთვის”

ფრეიშა: “ფინალის გამართვა “ბერნაბეუზე” პატივი უნდა იყოს მათთვის”

კატალონიის “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი, ტონი ფრეიშა, გაოცებულია მადრიდელთა პოზიციით. შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამეფო თასის ფინალის გამართვას “სანტიაგო ბერნაბეუზე”. იტყობინება ესპანური პრესა.

 

სამეფო თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგებიან კატალონიის “ბარსელონა” და ბილბაოს “ატლეტიკი”. “ლოს ბლანკოსის” მესვეურებს კი არ სურთ, რომ ეს დაპირისპირება გაიმართოს მათ არენაზე.

 

“ესპანური ფეხბურთისა და “სამეფო კლუბისთვის” ესპანეთის თასის ფინალის გამართვა “სანტიაგო ბერნაბეუზე” დიდი პატივი უნდა იყოს. ტიტულის მოსაგებად ორი უდიდესი გუნდი იბრძოლებს. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ფინალური შეხვედრა გაიმართოს სწორედ “სანტიაგო ბერნაბეუზე” და არა რომელიმე სხვა სტადიონზე”. დაასრულა ტონი ფრეიშამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში