ფრანგული “ლილის” ნახევარმცველმა, ედენ აზარდმა, განაცხადა, რომ სიამოვნებით მოსინჯავდა ძალებს პრიმერა დივიზიონში. იტყობინება ესპანური პრესა.
ფეხბურთელი თვლის, რომ მის სათამაშო სტილს ესპანური ფეხბურთი უფრო მიესადაგება, ვიდრე ფრანგული.
“ძალიან მინდა ლა ლიგაში ასპარეზობა, რადგან ესპანური ფეხბურთი ძალიან ახლოსაა ჩემს სათამაშო სტილთან. უბრალოდ მე არ მინდა ვითამაშო ნებისმიერ გუნდში, თანახმა ვარ მხოლოდ კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალზე”. ასე რომ, არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია”. დაასრულა ედენ აზარდმა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ისეთი გრანდების ინტერესის სფეროშია, როგორებიც არიან კატალონიის “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და ლონდონის “ტოტენჰემი”.

