მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

როგორც ჩანს ”ბარსელონას” მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება მოუწევს. პრიმერას მოგება გუნდისთვის უკვე კარგა ხანია გართულებულია. ”ბარსა” ყოველ მატჩში ცდილობდა 3 ქულის აღებას და ”რეალთან” სხვაობის შემცირებას, მაგრამ საქმეები სხვაგვარად აეწყო. რატომღაც გულშემატკივრების შარშანდელი საუბარი მახსენდება, როცა ისინი ამბობდნენ, რომ ”ბარსელონა” 5 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრის საშუალებას ”რეალს” არ მისცემდა, მიმდინარე სეზონში კი ყველა იმას საუბრობს, რომ რამდენი ქულაც არ უნდა დაკარგოს ”რეალმა” პრიმერაში ”ბარსელონა” კიდევ უფრო მეტს დაკარგავს. საინტერესოა…

და საერთოდაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ქულას დავკარგავთ პრიმერაში. გაცილებით მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგის დუელია. ამ ტურნირზე ”ბარსას” მიერ ნაჩვენები შედეგები გვეტყვის გამარჯვებულები ვიქნებით სეზონის ბოლოს თუ მადრიდის ”რეალს” გავუცვლით ადგილს და მხოლოდ სამეფო თასის მოგებით დავკმაყოფილდებით, რომელიც თავისთავად დიდი მნიშვნელობის არაა. ჩვენ ვალდებული ვართ მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგის ტიტული მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგიერთი ფეხბურთელისთვის ეს ”ბარსას” რიგებში ბოლო ტიტული იქნება. რა თქმა უნდა, თუკი მომდევნო სეზონებში შევძლებთ ევროპის უპრესტიჟულესი ტიტულის მოგებას მას კვლავ კარლეს პუიოლი აღმართავს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მის ზურგს უკან ზუსტად ისინი იდგნენ, ვინც გასულ სეზონებში იდგა. ახალგაზრდები წინ მიიწევენ, ”ბარსაში” გადახალისება ხდება. ჩვენ ამჟამად ახალ ”ბარსელონას” ვუყურებთ, ის ყოველ წამს იცვლება, ის საერთოდ არ გავს გასული სეზონების ”ბარსელონას”. კარგია თუ ცუდი ეს შენ, გულშემატკივარო გადაწყვიტე, მაგრამ არ უგულშემატკივრო გუნდს ეს შენ არ შეგიძლია. გწამდეს გამარჯვების და ყველაფერი გამოგივა… და არა მხოლოდ შენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში