მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”ვალენსია”. სტატისტიკა

”ბარსელონა” – ”ვალენსია”. სტატისტიკა

 – ”ვალენსიას” დამარცხების შემდეგ ”ბარსამ” 24-ე ორმატჩიან დაპირისპირებაში გაიამრჯვა მას შემდეგ, რაც გვარდიოლა დაინიშნა მთავარ მწვრთნელად. მხოლოდ ”სევილიამ” ესპანეთის თასზე და ”ინტერმა” ჩემპიონთა ლიგაზე შეძლეს ”ბარსას” გათიშვა ტურნირიდან.

 – უნაი ემერიმ 5 შეხვედრა ჩაატარა ”ნოუ კამპზე” და ყველა მათგანში დამარცხდა. მისმა გუნდებმა 1 გოლი გაიტანეს, ”ბარსამ” კი 13.

 – ყოველ ჯერზე, როცა სამეფო თასის 1/2 ფინალში ”ბარსამ” დაამარცხა ”ვალენსია” ტიტული კატალონიურ კლუბს დარჩა.

 – ეს სეზონის მეოთხე ფინალია. გუნდმა უკვე ითამაშა ესპანეთის და ევროპის სუპერთასების ფინალები და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი.

 – ეს გვარდიოლას ერაში მე-12 ფინალია და სამეფო თასის მე-3 ფინალი 4 წელში.

 – ორივე გუნდისთვის ეს ფინალი 36-ე იქნება ესპანეთის თასზე. ”ბარსამ” 25-ჯერ მოიგო ტიტული, ”ატლეტიკმა” 23-ჯერ. ეს გუნდები ფინალში 6-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ”ბარსამ” 4-ჯერ იმარჯვა, ”ატლეტიკმა” კი 2-ჯერ.

 – სამეფო თასზე გვარდიოლას ერაში წელს გუნდი ყველაზე შედეგიანია. მათ უკვე 1 გოლით მეტი გაიტანეს, ვიდრე 2010/11 სეზონში, როცა გუნდმა 22 გოლი გაიტანა.

 – ოთხშაბათს გატანილი გოლის შემდეგ ჩავიმ საუკეთესი შედეგი გაიმეორა, 10 გოლი ერთ სეზონში.

 – სესკ ფაბრეგასს ”ბარსას” მხრიდან თასზე ყველაზე მეტი, 3 გოლი აქვს გატანილი.

 – გვარდიოლა ”ბარსას” მე-3 მწვრთნელია, ვინც გუნდი მესამედ გაიყვანა თასის ფინალში. გრინველმა და დაუციკმა თასის ფინალში გუნდი 4-ჯერ ათამაშეს.

 – მხოლოდ 2-მა მწვრთნელმა გაიყვანა 3-ჯერ თასის ფინალში გუნდი ბოლო 20 წლის განმავლობაში. ესენი ვიქტორ ფერნანდესი და პეპ გვარდიოლა არიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში